სომხეთის სავიზო პოლიტიკა განსაზღვრავს, მის ტერიტორიაზე ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით სტუმრობისას ზოგიერთი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ან ვიზის საზღვრის კვეთისას მიღებას. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ან ორმხრივი ურთიერთობის არარსებობის შემთხვევაში, ზოგიერთი ქვეყნისთვის ვიზის მიღებაზე დაწესებულია განსაკუთრებული შეზღუდვები.
ჩამოთვლილი 49 ქვეყნის ნებისმიერი ტიპის პასპორტის მქონე მოქალაეებს, სომხეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ:[1][2][3]
|
1 – წელიწადში მასიმუმ 150 დღე.
სომხეთი სერბეთთან[7] და ბრაზილიასთან[8] უვიზო მიმოსვლის შეთანხმების გაფორმებას გეგმავს.
ბრაზილიის, ჩინეთის, ეგვიპტის, ირანის, ქუვეითის, ლიბანის, მექსიკის, ფილიპინების, სერბეთის, სინგაპურის, სირიის, სამხრეთ კორეის, თურქმენეთის, ურუგვაის, ვიეტნამის დიპლომატიური ან ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს და ინდოეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს სომხეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.
ტურისტული მიზნით მოგზაურობისას ვიზის ადგილზე აღება მაქსიმუმ 120 დღის ვადით შესაძლებელია ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ერევანში, გიუმრის აეროპორტში, აირუმის რკინიგზის სადგურში, ბაგრატაშენის, ბავრის, გოგავანისა და მეღრის სასაზღვრო-გამშვებ პუნტებზე. მათ ასევე შეუძლიათ წინასწარ ელეტრონული ვიზის აღება.[9]
ვიზის საზღვარზე გაცემა არ ხდება ავღანეთის, ალჟირის, ანგოლის, ბანგლადეშის, ბენინის, ბოტსვანის, ბურკინა-ფასოს, ბურუნდის, კამერუნის, კაბო-ვერდეს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ჩადის, ჩინეთის, კომორის კუნძულების, კონგოს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კოტ-დ’ივუარის, ჯიბუტის, ეგვიპტის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეის, ეთიოპიის, გაბონის, გამბიის, განის, გვინეის, გვინეა-ბისაუს, ინდოეთის, ერაყის, კენიის, ლესოთოს, ლიბერიის, ლიბიის, მადაგასკარის, მალავის, მალის, მავრიტანიის, მავრიკის, მაროკოს, მოზამბიკის, ნამიბიის, ნეპალის, ნიგერის, ნიგერიის, პაკისტანი, პალესტინის, რუანდის, სან-ტომე და პრინსიპის, საუდის არაბეთის, სენეგალის, სეიშელის კუნძულების, სიერა-ლეონეს, სომალის, სამხრეთ სუდანის, შრი-ლანკის, სუდანის, სვაზილენდის, სირიის, ტანზანიის, ტოგოს, ტუნისის, უგანდის, ვიეტნამის, ზამბიისა და ზიმბაბვეს მოქალაქეებისთვის[10].
ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნის პასპორტისა და სამოგზაურო დოკუმენტის მქონე მოქალაქეებს, მათ შორის გაეროს ლესე-პასეს მფლობელებს, ქვეყანაში შესასვლელად ესაჭიროებათ ვიზა. სომხეთის ვიზის მიღების გამარტივებისა და მონილობის მიზნით, საგარეო სამეთა სამინისტრომ ელეტრონული ვიზები შემოიღო.[11] გარდა ამისა, ვიზები აგრეთვე გაიცემა სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულოებში ან სასაზღვრო-გამშვებ პუნტებზე სომხეთის საზღვრის კვეთისას (ჩვეულებრივი ვიზები).
ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს სომხეთის ტერიტორიაზე შესასვლი ვიზის მისაღებად ესაჭიროებათ მოწვევა, რომელიც უნდა წარადგინონ საზღვარგარეთ არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებში მოგზაურობის დაწყებამდე. მათ ვიზის საზღვრის კვეთისას აღება არ შეუძლიათ.[12]
|