სტეფანე მღებრიშვილი

სტეფანე მღებრიშვილი

სტეფანე მღებრიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 ივლისი, 1979 (1979-07-03) (45 წლის), თბილისი
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
წარმოშობა საქართველო
ეროვნება ქართველები
ჟანრ(ებ)ი დისკო, პოპ მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1998–დღემდე
სტეფანე მღებრიშვილი ვიკისაწყობში

სტეფანე მღებრიშვილი (დ. 3 აგვისტო, 1979, თბილისი), ცნობილი თავისი სასცენო სახელით სტეფანე — ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ჯგუფ Stephane & 3G-ის წევრი.[1]

დაიბადა თბილისში 1979 წლის 3 აგვისტოს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

გამოცემული აქვს ალბომები: „სტეფანე“ (1999), "ლ„უსახელო“ (2002), „საუკეთესო სიმღერების კრებული“ (2004). 2002 წელს გამართა სოლო-კონცერტი სპორტის სასახლეში. არის ავტორი ვარდების რევოლუციის ჰიმნისა „ახალი დღე“; ლაურეატი კონკურსებისა: „მეგა“, „ოვაცია“, „სულიკო“ და სხვა. 2010 წელს იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც დაიპყრო MTV Europe. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia. 2012-2013 წლებში იყო მეგა "ლ„შოუ ვოისის“ მწვრთნელი. 2017-2018 წლებში რეიტინგული მეგა შოუს "/„X ფაქტორი“ – ჟიურის წევრი, ასევე პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრი. საკუთარი სიმღერის რიმეიქზე "დამიბრუნდი" გადაიღო ვიდეორგოლი, რომელმაც რამდენიმე მილიონი ნახვა მოუტანა და „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე „რადიო ფორტუნას რჩეულად“ დასახელდა, ასევე მოიპოვა მთავარი ჯილდო წლის „სიმღერის სტატუსი“. პროდიუსერი, „არტფორუმის“ დამაარსებელი.

  • მეფერება წვიმა
  • მზე და შოკოლადები

სინგლები და სიმღერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჯადოსნური ღამე
  • წავიდეთ
  • მარი
  • ერთი სიყვარულის ამბავი (დუეტი ლელა წურწუმიასთან)
  • მოვა (დუეტი თამუნა ამონაშვილთან)
  • დიდხანს გელოდი
  • Fly with me
  • ხელები (დუეტი მაია დარსმელიძესთან)
  • ჩემი აღარა ხარ მორჩა
  • დამიბრუნდი
  • დამღალე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Brey, Marco. (2009-02-18) Stephane & 3G to represent Georgia in Moscow. EBU. ციტირების თარიღი: 2009-02-18.