ტაბეთა ბოიაჯიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1980 |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ასტრონომი |
მუშაობის ადგილი | იელის უნივერსიტეტი[1] , ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტი და ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტი[1] |
ალმა-მატერი | ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტი[2] [1] , ჩარლსტონის კოლეჯი[2] [1] და ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტი[1] |
ჯილდოები | 40 under 40 |
საიტი | ბმული |
ტაბეთა სიუზენ ბოიაჯიანი (ინგლ. Tabetha Suzanne Boyajian; დ. 1980) — ამერიკელი ასტრონომი ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.[3][4] დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, 2012–16 წლებში ასტრონომ დებრა ფიშერთან ერთად წყვილში მუშაობდა იელის უნივერსიტეტში.[4] ასტრონომიულ სარბიელზე ბოიაჯიანი აქტიურია ვარსკვლავური ინტერფერომეტრიის, ვარსკვლავური სპექტროგრაფიის, ეგზოპლანეტების კვლევებისა და მაღალი კუთხის რეზოლუციური ასტრონომიის მიმართულებით, განსაკუთრებით კი იმ სფეროებში, რომლებიც ოპტიკურ და ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებს ეხება. ავტორია 2015 წლის სექტემბერში გამოცემული სამეცნიერო დოკუმენტისა Where's the Flux? რომელიც ვარსკვლავ KIC 8462852-ის სინათლის ზედმეტად უცნაურ ცვალებადობას ეხება.[5] ყოველდღიურ გამოყენებაში, აღნიშნულ ვარსკვლავს ბოაიჯანის პატივსაცემად ტაბის ვარსკვლავი უწოდეს.[6]
2009 წელს ბოიაჯიანმა დოქტორის ხარისხი მიიღო ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადოქტორო ნაშრომში მან შეისწავლა ახლომდებარე, მზის მსგავსი ვარსკვლავების ზომები, რისთვისაც იყენებდა უნივერსიტეტის ტელესკოპ CHARA array-ს, რომელიც მაუნტ-ვულსონის ობსერვატორიაში ფუნქციონირებს. ამის შემდეგ, მიიღეს NASA-ს ჰაბლის დასში.[7][8] ბოიაჯიანი ჯორჯიაში დარჩა და განაგრძო მზეზე უფრო პატარა ახლომდებარე ვარსკვლავებისა და პლანეტური სისტემების მქონე ვარსკვლავების კვლევა. მეწყვილე ასტრონომმა სარა ბალარდმა ბოიაჯიანის „ნამდვილად შესანიშნავი“[9] ნაშრომები გამოიყენა ახლომდებარე პატარა ვარსკვლავებზე მუშაობისას და შედარებით შორეული ეგზოპლანეტა Kepler-61b-ის შესასწავლად.[10]
2015 წლის მონაცემებით, ბოიაჯიანი არის საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის G ტიპის ვარსკვლავებისა და ვარსკვლავური ფიზიკის განყოფილების მდივანი და ხელმძღვანელი კომიტეტის წევრი.[11]
ამავე დროს, ბოიაჯიანი პროექტ Planet Hunters-ის წევრია, რომლის ფარგლებშიც მოყვარული ასტრონომები აანალიზებენ კეპლერის კოსმოსური ობსერვატორიიდან მიღებულ მონაცემებს.[12] }}