ტრინიტრამიდი | |
ზოგადი | |
---|---|
შემოკლება | ტრინიტროამინი |
კლასიფიკაცია | |
CAS | 113282-38-5 |
SMILES |
|
ტრინიტრამიდი წარმოადგენს ჟანგბადისა და აზოტის ნაერთს ფორმულით N(NO2)3. ნივთიერება პირველად აღმოჩენილი და აღწერილი იქნა 2010 წელში შვედეთის სამეფო ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ.[1]. ის შედგება აზოტის ატომისაგან, რომელიც შეერთებულია სამ ნიტროჯგუფთან (-NO2).
ადრე ის, არსებობდა თუ არა ტრინიტრამიდი, საკამათო თემას წარმოადგენდა. მაგრამ მონტგომერისა და მაიკლსის მიერ 1993 წელს ჩატარებულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ ნაერთი სტაბილური უნდა ყოფილიყო.[2]
ტრინიტრამიდის გამოყენების პოტენციურ არენალს მისი, როგორც ძლიერი მჟანგავის გამოყენებაა სარაკეტო საწვავებში, როგორც ქლორისაგან თავისუფალი ნივთიერება.[3] ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა, რადგან ციოლკოვსკის სარაკეტო ტოლობიდან გამომდინარე რაკეტის დელტა-v-ს ოდნავი გაუმჯობესებაც კი უზარმაზარ გავნელას მოახდენს რაკეტის სასარგებლო ტვირთის წონაზე. ტრინიტრამიდზე ბაზირებული სარაკეტო საწვავის სიმკვრივული იმპულსი 20დან 30%-მდე უკეთესია ვიდრე ნებისმიერი ახლა არსებული ნივთიერებები,[4] თუმცა ნაკლებია, ვიდრე თხევადი ჟანგბადის.[5]
|last-author-amp=
(დახმარება)