ტშინეცის კულტურა — ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურა (XV—XII სს. ძვ. წ.ა.).
გავრცელებულია პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსის, და რუსეთის ტერიტორიაზე. სახელწოდება მიიღო ტშცინცის (Trzciniec) ლუბლინის სავოევოდო (პოლონეთი) დასახლების ნაშთების მიხედვით.
გენეტიკურად კავშირშია საბრძოლო ნაჯახების კულტურასთან. შემდგომში ის შევიდა, როგორც შემადგენელი ნაწილი ლუჟიცის და ბელოგრუდის (რომლებიც სავარაუდოდ ლაპარაკობდნენ პალეობალკანურ ენებზე) და მილოგრადის კულტურებში, ასევე გავლენა იქონია (ლებედოვსკი კულტურის საშუალებით) იუხნოვის კულტურაზე]][1]. რიბაკოვის აზრით, ტშცინეცკის კულტურა იყო «წინასლავური» კულტურა, ანუ წარმომადგენლები უკვე ლაპარაკობდნენ სლავურ ენებზე და იყვნენ სლავების წინაპრები.
დასახლებები — დაუცველი, გამაგრების გარეშე. საცხოვრებელი — მიწურები და მცირე მიწის ზედა ნაგებობები.
სამაროვნები ყორღანიანი და მის გარეშეც, დასაფლავება - ნეშთი მწოლიარეა. ნაპოვნია: სხვადასხვანაირი კერამიკული ნაკეთობები, კაჟისა და ქვის იარაღები, ძვლებისა და ბრინჟაოს ნაკეთობები. ტომების ძირითადი საქმიანობა იყო — მეცხოველეობა და მიწათმოქმედება.
საზოგადოებრივი წყობა — გვაროვნული.