ფაულერის მუზეუმი | |
---|---|
34°04′22″ ჩ. გ. 118°26′34″ დ. გ. / 34.072806° ჩ. გ. 118.443000° დ. გ. | |
დაარსდა | 1963 |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | კალიფორნია |
დირექტორი | მარლა ს. ბერნსი [1] |
ოფიციალური საიტი | http://www.fowler.ucla.edu |
ფაულერის მუზეუმი — მუზეუმი კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) კამპუსში, საყოველთაოდ ცნობილია როგორც “ფაულერი“, ყოფილი კულტურული ისტორიის მუზეუმი და ფაულერის კულტურის ისტორიის მუზეუმი. მუზეუმი იკვლევს აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის და ამერიკის ხელოვნებას და მატერიალურ კულტურას, წარსულსა და აწმყოში.
ფაულერში ძირითადად სამიდან ექვსამდე სამხატვრო გამოფენაა, ასევე შენობა გამოიყენება კულტურულ თემებზე ლექციების ჩასატარებლად, მუსიკალური წარმოდგენებისთვის, ხელოვნების სემინარებისთვის, საოჯახო პროგრამებისთვის, ფესტივლებისთვის და სხვა. ფაულერი მდებარეობს ვესტვუდის კამპუსის ჩრდილოეთ ნაწილში, როის ჰოლისა და გლორია კაუფმანის დარბაზის მიმდებარედ.
მუზეუმი ფუნქციონირებს კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი), ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლის (UCLA Arts) იურისდიქციის ქვეშ. “UCLA“- (University of California, Los Angeles)-კალიფორნიის უნივერსიტეტი (ლოს-ანჯელესი).
მუზეუმი შეიქმნა, 1963 წელს, როგორც მუზეუმი და ეთნიკური ხელოვნების და ტექნოლოგიების ლაბორატორიები, “UCLA“–ს კანცლერის ფრანკლინ მერფის მიერ.[2] მისი პირველი სახლი იყო ჰეინეს ჰოლის სარდაფში, “UCLA“ კამპუსში. ახალი მუზეუმის მიზანი იყო, კამპუსში, არადასავლური ხელოვნებისა და არტეფაქტების სხვადასხვა კოლექციების გაერთიანება. გარდა აქტიური კოლექციისა, მუზეუმმა წამოიწყო კვლევითი პროექტები, საველე სამუშაოები, გამოფენები და პუბლიკაციები.
1971 წელს სახელი შეიცვალა და გახდა “კულტურის ისტორიის მუზეუმი“ და 1975 წლისთვის მისი კოლექციები რაოდენობრივად და ხარისხობრივად შეაფასეს, იგი ქვეყნის ოთხ საუკეთესო საუნივერსიტეტო მუზეუმს შორის მოხვდა, ამ სტატუსს იგი დღემდე ინარჩუნებს.[3]
1981 წელს, კანცლერმა ჩარლზ ე. იანგმა, მუზეუმის დირექტორთან, კრისტოფერ ბ. დონანთან ერთად შეიმუშავა ახალი შენობის ხედვა, რომელიც სრულად წარმოაჩენდა უზარმაზარ კოლექციას. არქიტექტორების არნოლდ ს. სავრანის და ჯონ კარლ ვარნეკეს მიერ შემუშავებული, 22 მილიონი დოლარის სტრუქტურა დასაჩუქრდა როგორც კერძო საჩუქრებით, ასევე სახელმწიფო რესურსებით.[4] დიდი ობიექტი სახელწოდებით ფოლერის კულტურული ისტორიის მუზეუმი გაიხსნა 1992 წლის 30 სექტემბერს[5], რომელსაც სახელი ფაულერის ფონდის, კოლექციონერის და გამომგონებლის ფრენსის ე. ფაულერის ოჯახის, მიერ ეწოდა..[6][7] 2006 წელს მუზეუმის სახელი ოფიციალურად შეიცვალა და ეწოდა ფაულერის მუზეუმი.[2]
2013 წლის შემოდგომაზე, მუზეუმმა დაიწყო ორმოცდამეათე საიუბილეო დღესასწაული, ღამის დღესასწაულებით და რვა სპეციალური გამოფენის გახსნით, მისი გლობალური კოლექციიდან. რვა გამოფენა, რომელიც გაგრძელდა 2014 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე, იყო:
ამ გამოფენების გარდა, ფოლერმა ასევე გამოფინა ხელოვნების დაპირებული ახალი საჩუქრები მბრუნავი ფაულერის შიგნით, “ფოკუსის გალერეა“-ში და წარმოადგინა “Walk between Worlds“(იარეთ სამყაროებს შორის), მხატვრის მაქსიმო გონსალესის ინსტალაცია, რომელიც შედგება ათასობით სანაპირო ბურთის გლობუსისგან.
ფაულერის კოლექციები მოიცავს 120,000-ზე მეტ ეთნოგრაფიულ და ხელოვნების ობიექტს, ხოლო 600,000 არქეოლოგიურ ობიექტს, რომლებიც წარმოადგენენ აფრიკის, მშობლიური და ლათინური ამერიკის, აზიის და წყნარი ოკეანის უძველეს, ტრადიციულ და თანამედროვე კულტურებს. სამხრეთ ნიგერიის იორუბული მძივებიდან დაწყებული, ასევე პერუს კერამიკული ჭურჭელი, ინდონეზიის ბატიკის და მექსიკის ძლიერი ქანდაკებების ჩათვლით. ფოლერის კოლექციები გვთავაზობს ყოვლისმომცველ რესურსს, მუზეუმის მანდატის მთავარი გამოფენებისა და სტიპენდიებისთვის.[8]
მუზეუმის სამფლობელოების უმრავლესობა შეძენილია ინდივიდების-მკვლევარების, მეცნიერებისა და თავდადებული კოლექციონერების გულუხვობის წყალობით, რომლებმაც საშუალება მისცეს ფაულერს, შეექმნა თავისი მსოფლიო დონის კოლექციები. სერ ჰენრი ველუმეს კოლექცია შედგება 30,000 ობიექტისგან,[9][10] რომელიც შეიკრიბა გასული საუკუნის დასაწყისში “Wellcome“–ის მიერ და გადაეცა მუზეუმს 1965 წელს, იგი წარმოადგენს აფრიკისა და წყნარი ოკეანის ჰოლდინგების ბირთვს და უდიდეს საჩუქარს. 15 000-ზე მეტი ტექსტილი ასახავს ქსოვილის ისტორიას ხუთ კონტინენტზე, ორი ათასწლეულის განმავლობაში.[11]
ფაულერის ოჯახის, ვერცხლის კოლექციის ობიექტები მოიცავს 400 ნამუშევარს, რომლებიც წარმოადგენენ XVI-XIX საუკუნის ევროპას და შეერთებულ შტატებს. მათ შორისაა გემები, პოლ დე ლამერიის, კარლ ფაბერჟესა და პოლ რევერის ცნობილი სახელოსნოებიდან. 1969 წელს ჰოლივუდის მსახიობმა ნატალი ვუდმა გადასცა ფაულერის მუზეუმს, ძველი “Chupícuaro“ მექსიკური კერამიკის შესანიშნავი კოლექცია.[12] მოგვიანებით, 2013 წელს, ფაულერის მუზეუმმა მიიღო რამდენიმე საჩუქარი, მისი ორმოცდამეათე წლისთავის პატივსაცემად. კოლექციონერისგან და სილიკონ ველის პიონერის, ჯეი ლასტისა და მისი მეუღლის დებორასგან გადაცემული, ერთი საჩუქრის ღირებულება დაახლოებით 14 მილიონ დოლარს შეადგენდა. როგორც “Los Angeles Times“ იტყობინება, საჩუქარი შედგებოდა ხის და სპილოს 92 ძვლისგან, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლეგა ხალხისგან.[13]
ქონების უმეტესობა შეგროვდა ამ სფეროში და სისტემატურად იქნა დოკუმენტირებული, რაც უზრუნველყოფს არსებით კონტექსტურ ინფორმაციას. გეოგრაფიული დიაპაზონის, მხატვრული მრავალფეროვნების შენარჩუნება და არსებული სიძლიერის განვითარება, განაპირობებს შესყიდვების გადაწყვეტილებების წამყვან პრინციპებს. მაგალითად, როდესაც მუზეუმი აძლიერებს პროგრამირებას, ქალაქის მზარდი ლათინური ამერიკის მოსახლეობის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ამ სფეროში კოლექციონალური საქმიანობა გაიზრდება. 900-ზე მეტი მექსიკური ნამუშევრის არაჩვეულებრივი კოლექცია შემოწირულია, 1997 წელს, დანიელის ოჯახის მიერ და მოიცავს სიცოცხლის ბრწყინვალე კერამიკულ ხეებს, გარდაცვლილთა ფიგურებს და ნიღბებს მეტეპეკიდან, ოახაკიდან, მიჩოაკანიდან, ხალისკოდან, პუებლადან და გუანახუატოდან.[14]
მთელი წლის განმავლობაში შემოთავაზებული, ფოლერის საჯარო პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ ასახოს და შეავსოს, მისი დინამიური საგამოფენო პროგრამა, ასევე გამოავლინოს მუზეუმის მსოფლიოში ცნობილი ხელოვნების კოლექცია აფრიკიდან, აზიიდან და წყნარი ოკეანიდან და ამერიკიდან. ფოლერის მუზეუმის საჯარო პროგრამები, როგორც წესი, უფასოა და ღიაა საზოგადოებისთვის.
მიმდინარე გამოფენები წარმოადგენს პროგრამის ამოსავალ წერტილს, რომელიც ეხება როგორც მეცნიერულ, ასევე ზოგადსაინტერესო თემებს. “Fowler OutSpoken“ შეიცავს ლექტორების ლექციას პანელის ფორმატში და აუდიტორიას აძლევს წვდომას განვითარებული და ჩამოყალიბებული მხატვრების, კურატორების, მეცნიერების, შემსრულებლებისა და სხვა კულტურის მოღვაწეებზე.
ფაულერი გთავაზობთ საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს მთელი წლის განმავლობაში, სადაც ნაჩვენებია მსოფლიო მუსიკა, ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების წარმოდგენები. “Fowler Out Loud“ არის მუზეუმის სპექტაკლების სერია, რომელიც ტარდება ხუთშაბათს ღამით, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში და მოიცავს საერთაშორისო მუსიკას, ცეკვას, პოეზიას, თეატრს და პერფორმანსულ ხელოვნებას “UCLA“-ს სტუდენტების მიერ.
ფაულერი გვთავაზობს უამრავ შესაძლებლობას, რომ ჩაერთოთ მის გამოფენებში, ასევე მის პროგრამებში და მუზეუმის ხელმოწერა “Fowler on the Town“ სერია მოიცავს ვიზიტებს ლოს-ანჯელესში და მიმდებარე რაიონებში.
ფაულერი წარმოგიდგენთ ფილმების ჩვენებებს მთელი წლის განმავლობაში.იგი გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმებს და მახასიათებლებს, რომლებიც ეხმიანება მიმდინარე გამოფენებს. ზოგჯერ შემოთავაზებულია სამზარეულოს პროგრამები, პრაქტიკული დემონსტრაციები, ცეკვა და იოგა.
ფოლერის განათლების დეპარტამენტის პირველადი მისია არის, გლობალური ხელოვნებისა და ჰუმანიტარული განათლების გაძლიერება, ჩვენი სამყაროს კულტურული და მხატვრული ტრადიციების გააზრების ხელშეწყობით.
ფაულერის მუზეუმი იწვევს “K-12“ სტუდენტებს გლობალური ხელოვნების გამოცდილების თვითმართვად და მართვად ტურებში. ეს პროგრამა ემსახურება ყველა ასაკისა და შესაძლებლობების სტუდენტებს.
ფაულერის მუზეუმი ასევე წარმოგიდგენთ, მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შეთავაზებებს და რესურსებს, მათ შორის სასწავლო მასალებს, პროფესიული განვითარების სემინარებს და მასწავლებელთა ინტენსიურ ინსტიტუტებს.
კვლევისა და დიალოგის დინამიური ცენტრი, ფაულერის მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ კარიბჭეს, რომელიც აკავშირებს “UCLA“–ს მსოფლიოს მიღმა. ფაულერის მუზეუმის საუნივერსიტეტო პროგრამები გვთავაზობს ბევრ შესაძლებლობას “UCLA“-ს ფაკულტეტის, თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, გლობალური ხელოვნებით დაკავების მიზნით. ასეთი პროგრამები მოიცავს სტუდენტის სტაჟირებას, ინტერდისციპლინარული კლასის ვიზიტებამდე, სტუდენტების ხელმძღვანელობით წარმოდგენებს.
საოჯახო პროგრამები ფაულერის მუზეუმში შექმნილია იმისთვის, რომ წაახალისოს ყველა სახის ოჯახი, შეანელონ ხელოვნების ორიგინალური ნაწარმოებები და ერთად იმუშაონ გლობალურ ხელოვნებასთან.