ქალაქი | |
---|---|
ფინდიქლი Fındıklı | |
ვიწე | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | რიზე |
კოორდინატები | 41°08′00″ ჩ. გ. 41°01′00″ ა. გ. / 41.13333° ჩ. გ. 41.01667° ა. გ. |
მერი | ერჯუმენთ შაჰინ ჩერვათოღლუ |
ადრეული სახელები | ნაგები, რუვისთავი. |
ფართობი | 409 კმ² |
მოსახლეობა | 10 886 კაცი (2021) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები, თურქები |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 53700 |
საფოსტო ინდექსი | 53 |
ფინდიქლი (თურქ. Fındıklı); ლაზური სახელწოდება ვიწე — ქალაქი თურქეთში, რიზეს პროვინციაში. ფინდიქლის რაიონის ცენტრი.[1] მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ვიწეს ფართობია 409 კმ², მოსახლეობა — 10 886 (2021).[2] ფინდიქლიში ძირითადად ლაზები ცხოვრობენ. ეს ერთ-ერთი დიდი ლაზური ქალაქია თურქეთის ტერიტორიაზე. პირველი მსოფლიო ომის დროს ფინდიქლიში შეიქმნა ქართული ლეგიონი[3]
ვიწე არის ლაზური სიტყვა და ქართულად ნიშნავს ტოტს, განშტოებას. ქალაქის თურქული სახელია ფინდიქლი.