ჩიჩეკ ხათუნი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Çiçek Hatun |
დაბადების თარიღი | 1443 |
გარდაცვალების თარიღი |
მაისი, 1498 კაირო, ეგვიპტე |
მეუღლე(ები) | მეჰმედ II |
შვილ(ებ)ი | ჯემი |
ჩიჩეკ ხათუნი (თურქ. Çiçek Hatun) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, მეჰმედ II-ის მე-4 ცოლი და ჯემ სულთანის დედა.[1]
ჩიჩეკ ხათუნი დაიბადა თურქმენული წარმოშობის ანატოლიელი ბეგის ოჯახში 1443 წელს.[2][3] ასევე, მას ჰყავდა ძმა ალი-ბეი. 1458 წელს, თხუთმეტი წლის ასაკში მოხვდა სულთნის ჰარამხანაში და გახდა მისი რჩეული. 1459 წლის 22 დეკემბერს მას ერთადერთი ვაჟი — ჯემი შეეძინა.[4]
ოსმალური ტრადიციის მიხედვით, ყველა შეჰზადეს უნდა ემართა ანატოლიაში მდებარე ერთ-ერთი სანჯაყი. 1469 წელს, ძმა მუსტაფას გარდაცვალების შემდეგ, ჯემი კასთამონუს სანჯაყ-ბეიდ დაინიშნა და ჩიჩეკ ხათუნიც მასთან ერთად წავიდა კასთამონუში. 1474 წელს ჯემი ქარამანის მმართველად დაინიშნა.
1481 წელს, სულთან მეჰმედის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ბაიაზიდ II-მ დაიკავა. ჯემი იძულებული გახდა თავი ეგვიპტისათვის შეეფარებინა და თან წაიყვანა ჩიჩეკ ხათუნიც.
ჯემი 14 წლის განმავლობაში ცდილობდა როგორმე ძმისთვის ტახტი წაერთმია და ამ ყველაფერს ეგვიპტის დახმარებით აკეთებდა. 1495 წელს ჯემი ბაიაზიდის ბრძანებით მოწამლეს და მოკლეს.
ჩიჩეკ ხათუნმა შვილის გარდაცვალების შემდეგ სამი წელი იცოცხლა და 1498 წლის მაისში, კაიროში გარდაიცვალა.