პოლონეთის წინაისტორიული პერიოდი მოიცავს დროს მის ტერიტორიაზე პირველი ადამიანის გაჩენის მომენტიდან დამწერლობის წარმოქმნამდის მიეშკო I დროს. ეს პერიოდი მოიცავს მიახლოებით 0,5 მლნ წელს და საერთოდ ის იყო გაცილებით გრძელი ვიდრე წინაისტორიული პერიოდი მეზობელი ლიტვისა, რომელიც პალეოლითის ბოლომდე დაფარული იყო მყინვარებით და ალბათ საცხოვრებლად უვარგისი იყო.
ყველაზე მნიშვნელოვან წინაისტორიულ პერიოდის ძეგლს წარმოადგენს გამაგრებული დასახლება ბისკუპინი, რომელიც მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანის ლუჟიცის კულტურას. ანტიკური ცივილიზაციის გაჩენას ევროპის სამხრეთით და აღმოსავლეთით სულ უფრო მეტი გავლენა ჰქონდა მას პოლონეთის ტერიტორიაზე არსებული წინაისტორიულ კულტურებზე.
ანტიკურ პერიოდში პოლონეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ კელტები, გერმანელები და ბალტები. შუასაუკუნეებისას მის ტერიტორიაზე თანდათან სახლდებიან სლავები, რომლებიც ქმნიან აქ მცირე სამთავროებს. მათ შესახებ მცირერიცხობრივი მოხსენიება არის ანტიკურ და შუასაუკუნეების ევროპულ წყაროებში მაგრამ მაინც მონაცემების მთავარი წყარო არის არქეოლოგია. თავისი დამწერლობა პოლონეთში გაჩნდა მხოლოდ 966 წ., როდესაც მიეშკო I მიიღო ქრისტიანობა და მოიწვია განათლებული მღვდლები ევროპიდან.[1]
როგორც ცენტრალური ევროპის სხვა ადგილებში, ქვის ხანის კულტურებმა პოლონეთში გაიარეს პალეოლითის, მეზოლითის და ნეოლითის ეტაპები, ყოველი მათგანი ხასიათდებოდა ქვის ინსტრუმენტების გაუმჯობესებით, საზოგადოებრივი წყობის და ცხოვრების წესის ცვლილებით.
თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე ადამიანისმაგვარი Homo erectus კვალი აღნიშნულია ქვედა სილეზიაში ტშებნიცასთან ახლოს და რუსკოში სტშეგომთან ახლოს. Homo erectus მიგრირებდა აფრიკიდან ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში ჯერ კიდევ 1,2 მლნ წლის წინ, ხოლო ყველაზე ადრეული ნაპოვნი Homo erectus კვალი ცენტრალურ ევროპაში (კერძოდ კი უკრაინის იმიერკარპატებში) დათარიღებულია 800 ათასი წლის წინათ.
ქვის იარაღები ტშებნიციდან (ჩამონატეხები და მიკროლიტები[2]) დათარიღებულია მიახლოებით 500 ათასი წლის წინათ და მიეკუთვნება ფერდინანდულ დათბობის ეპოქას, ხოლო რუსკოს ნივთები — მიახლოებით 440—370 ათასი წლის წინათ და მიეკუთვნება მაზოვეცკის დათბობის პერიოდს, რადგანაც Homo erectus-ის განსახლება პოლონეთის ტერიტორიაზე, როგორც ევროპის სხვა ნაწილებში, დამოკიდებული იყო კლიმატურ ცვალებადობაზე. ტშებნიცაში ნაპოვნი ჩლიქოსანთა და თევზების ძვლები მოწმობს იმაზე რომ, ადამიანის ეს სახეობა საკვებად იყენებდა ხორცს.
Homo erectus-ის გავრცელების თვალსაზრისით ევროპა იყოფოდა დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებად, სადაც დომინირებდა აშელის ქვის ნაჯახები, და ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილებად (სადაც შედიოდა თანამედროვე პოლონეთის ტერიტორია), სადაც დომინირებდა ჩამონატეხები[3].
Homo neanderthalensis ევროპაში გაჩნდა როგორც ადრე არსებული სახეების შთამომავალი, ეგრეთ წოდებული წინაანდერტალელი (Homo antecessor და Homo heidelbergensis), რომლებიც წარმოიქმნენ Homo erectus-ისგამ. ამ პროცესს ჰქონდა ადგილი 650—250 ათასი წლის წინათ ან კიდევ უფრო გვიან პერიოდში.
ამ დრომდე პოლონეთის ტერიტორიაზე ნეანდერტალელების ძვლების ნარჩენები არ იყო აღმოჩენილი (ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ნიადაგების შედარებით მაღალ მჟავიანობაზე), მაგრამ ნაპოვნია რამდენიმე მატერიალური არტიფაქტი.
შედარებით გვიან პერიოდში (110-70 ათ. წლის წინ) პოლონეთის ტერიტორიაზე არსებობდნენ, ზოგჯერ კი პარალელურად, ნეანდერტალელების ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა კულტურულ ტრადიციებს მიეკუთვნებოდნენ. ერთნი მიეკუთვნებოდნენ მიკოკის კომპლექსს, რომელიც ტიპურია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპისათვის, მეორენი კი მუსტიერის კომპლექსს, რომელიც დომინირებს დასავლეთ ევროპაში.
მუსტიერის კომპლექსის ღია სადგომებში, როგორც წესი, არის მცირე სახელოსნოები ქვის იარაღების დასამზადებლად. გამოქვაბულები კი იყო მონადირეების მცირე ზომის საცხოვრისები.
მიკოკის კომპლექსები შიგნიდან სხვადასხვაგვარნი იყვნენ. ზვოლენში რადომის ახლოს აღმოჩენილია ადგილი, სადაც მოკლული იყო ბევრი ცხოველი. ცხოველთა ნაშთები დატირებულია 85-70 ათ. წლით ადრე. კრაკოვში აღმოაჩინეს ბიფაციალური დანა, რომელიც დამზადებულია კაჟისაგან, რომელიც წარმომავლობით არის ვოლინის მაღლობიდან, რაც ამტკიცებს იმას რომ ნეანდერტალელები მიგრირებდნენ ასობით კილომეტრზე.
რაის გამოქვაბულში კელცეს ახლოს ფენებში, რომლებიც დატირებულია 70-60 ათ. წლით, აღმოჩენილია ქვის იარაღები, მსგავსი იარაღები ნანახია შუა დუნაის აუზში, ძირითადად უნგრეთში. იქვე აღმოჩენილია ჩრდილოეთის ირემის 300 რქა, და ასევე საღებავი სავარაუდოდ ტანის დასახატად.
ნეანდერტალელების არსებობის ბოლო პერიოდი პოლონეთში მოდის ბოლო გამყინვარების პირველ მაქსიმუმზე, ანუ მიახლოებით 70-58 ათ. წლის წინა პერიოდზე[5].
ბოლო გამყინვარების ეპოქაში, რადგანაც გამყინვარების ფარი ამ დროს ფარავდა ბალტიის ზღვას და აღწევდა ვისლას ქვედა წელს, პოლონეთის ტერიტორიაზე ამ პერიოდში (70/60 -40 ათ. წლის წინ) არ არის დასახლების კვალი.
მიახლოებით 40-35 ათასი წლის წინ პოლონეთში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც აგრძელებდნენ მუსტიერების და მიკოკის ტრადიციებს, დასაშვებია რომ ეს კომპლექსები შექმნილი იყოს ბოლო ნეადერტალელების მიერ, რომლებიც Homo sapiens sapiens ჯგუფებს შეეჯახნენ.
მიახლოებით 35-30 ათ. წლის წინ პოლონეთის ტერიტორიაზე აღნიშნულია ორინიაკის კულტურის ნაშთები, რომელიც ხასიათდებოდა ძვლებისა და რქების ინტენსიური დამუშავებით (კრაკოვი და Góry Puławskiej).
28 — 24 ათ. წლის წინა პერიოდში სამხრეთ პოლონეთის ტერიტორიაზე აღწევენ გრავეტის კულტურის ჯგუფები. ამ კულტურის მატარებლებს ძირითადად აინტერესებდათ ცარცოვანი კაჟი ზედა სილეზიიდან. კრაკოვში, სპაძისტის ქუჩაზე შემორჩენილი და გახსნილია მიახლოებით 23-21 ათ. წლის წინანდელი ღია სადგომების კომპლექსი. 20-18 ათ. წლის წინა პერიოდში (II პლენიგლიაციალის შემადგენლობის გამყინვარების მაქსიმუმის დრო) პოლონეთის მიწები პრაქტიკულად დაუსახლებელი იყო.
18 — 12 ათასი წლის წინა პერიოდში პოლონეთის ტერიტორიაზე აღწევენ მადლენის და ეპიგრავეტის კულტურის წარმომადგენლები. პირველთან დაკავშირებული კრაკოვის ახლოს მაშიცკოს გამოქვაბულში ნაპოვნი ნივთები (სპეციალური ქვის იარაღები, სპეციფიკური სარიტუალო ნივთები), დათარიღებულია 15 ათასი წლის წინანდელად, კრაკოვთან ახლოს ბრზოსკვინიაში (Brzoskwinia (województwo małopolskie)) აღმოჩენილი ნივთები დათარიღებულია 12 ათასი წლის წინანდლათ და ეპიგრავეცკის კულტურას მიეკუთვნება და ახლოსაა ჟაშკინის აღმოჩენებთან მნიკოვიეში (Mników (województwo małopolskie)). ჰამბურგის კულტურის ნაშთები შემორჩა ძირითადად ქვედა სილიზიაში (pl:Olbrachcice და pl:Siedlnica) და Wielkopolsce (pl:Liny). ამ პერიოდის აღმოჩენებში მნიშვნელოვანია Całowaniu და Witowie ნაპოვნი ნივთების აღნიშვნა.
11-10 ათასი წლის წინ პოლონეთის ტერიტორიაზე მოხდა კლიმატის ძირეული ცვლილებები — შემცირდა ტყეების საერთო ფართობი, ჩრდილო-აღმოსავლეთით გაჩნდა ტუნდრის ფართობები, ხოლო ცენტრალურ ნაწილში - სტეპები. მაშინ გაჩნდნენ ჩრდილოეთის ირემზე მონადირენიც, რომელთა კულტურა ძალიან ჰგავს ჰამბურგის კულტურას ან ბრომეს კულტურას.
იმ დროისათვის პოლონეთის ტერიტორიაზე არსებობდნენ პერსტუნსკის და სვიდერსკის კულტურები (შედარებით დიდი სადგომები რამდენიმე საცხოვრებელი ობიექტით — ერთოჯახიანი მიწაში ჩაღრმავებულ საცხოვრებლებით, ნაპოვნია, მაგალითად გჟიბოვოი-გურეში).
მეზოლითისათვის (9000 — 8000 წლები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე) დამახასიათებელია კლიმატის საერთო დათბობა და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური მრავალფეროვნების გაზრდა.
იმ დროს მეურნეობა ეფუძნებოდა ძირითადად ჯერ კიდევ ნადირობას, თევზის ჭერას ან მცენარეების, მოლუსკების და ლოკოკინების შეგროვებას.[6]). ქვის ნაკეთობების ზომები შემცირდა (მაგალითად, გეომეტრიული ფორმის ისრის თავები).
პოლონეთში ადრეული მეზოლითის ეპოქის ჯგუფებს მიეკუთვნება კომორნიცკის კულტურას, რომელიმ მსგავსია დუფენზეეს და სტარ-კარის კულტურებთან. აღნიშნული კულტურების სადგომებს მიეკუთვნება კერძოდ, pl:Smolno Wielkie და pl:Pobiel.
გვიან მეზოლითის დროს პოლონეთის მიწებზე გაჩნდა იანისლავიცკის კულტურა, რომელიც ხასიათდებოდა ნივთების დამზადების ტექნოლოგიური პროგრესით, და ასევე ცდებით მოეპოვებინათ მაღალი ხარისხის მასალა ნედლეულისათვის.
ნეოლითის პირველი დასახლებული სასოფლო თემები, რომლის დამაარსებლები დუნაის მხრიდან იყვნენ მიგრირებულნი, თარიღდება 5500 წლით ჩ.წ. აღრიცხვამდე.[7]
ხაზოვან-ლენტური კერამიკის კულტურის დასავლეთ ვარიანტი, ხასიათდება კერამიკის წარმოების ტექნოლოგიის ცვლილებით, ჭურჭლის მოხატვით რიტუალური და პლასტიკური ორნამენტებით, ქვის ნივთების დამზადების ახალი მეთოდებით, ხის გრძელი მართკუთხა ნაგებობებით, სასოფლო მეურნეობის ეკონომიკით მინდვრების კომპლექსით მდინარის სანაპიროზე და მეცხოველეობის გაზრდით.
ამ კულტურის ექსპანსიის პირველი ფაზის დროს (მიახლოებით 5400-5300 წ.ჩ.წ.ა.) მოიცვა თანამედროვე ლესოვეს (lessowe) ტერიტორია სილეზიაში და მცირე პოლონეთი, მოგვიანებით გადაადგილდა უფრო ჩრდილოეთით (კუიავის ტერიტორიაზე, ხელმსკის მიწებზე და დიდ პოლონეთში) და აღმოსავლეთით ( ჟეშუვის რაიონი), wreszcie przekroczył pl:San i pl:Bug. რეალურად ამ კულტურიდან წარმოიშვა თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე პირველი მიწათმოქმედები და მეცხოველეები. შინაურ ცხოველბს შორის ჰყავდათ თხები და ცხვრები, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ღორები. შემცირდა ნადირობის და შემგროვებლობის როლი შემცირდა მეურნეობაში. სახლები იყო გრძელი, მართკუთხედი კედლების სვეტური კონსტრუქციით. ასეთ სახლებში ცხოვრობდნენ დიდი ოჯახები (გვარები) (ანუ რამდენიმე თაობა, მიახლოებით 16-20 ადამიანი). თავდაპირველად დომინირებენ 2-3 სახლი, გვიან კი მათი რიცხვი იზრდებოდა. ეს კულტურა ხასიათდებოდა:
პოლონეთის იმ დროინდელი მცხოვრებლების სულიერ ცხოვრებაზე ძალიან ცოტაა ცნობილი — იშვიათად ჩნდებოდა ქალის ფიგურები გამოკვეთილი სქესობრივი ნიშნებით.
მიახლოებით 4600 წ.ჩ.წ. აღრიცხვამდე მცირე პოლონეთის ტერიტორიიაზე (Małopolski) გაჩნდნენ ლენძიელ-პოლგარის კომპლექსები, რომლებიც ადრეულ ნეოლითს ეკუთვნის. პოლონეთის მიწებზე არსებული ადრე ნეოლითის კომპლექსებსა და უფრო გვიანდელ კომპლექსებს შორის არსებობს მკვეთრი განსხვავება
არსებობს აზრი რომ, ამ გაერთიანებების ფორმირება დაკავშირებულია ადამიანების მოსვლით Kotliny Karpackiej კოტლინო კარპაცკიდან - რასაც ადასტურებს კერამიკის ნივთები თავიანთი ორნამენტებით, მოხატულობით და დამზადების წესით.
მოგვიანებით, მოხატული კერამიკა დაიკარგა, ხოლო ჯგუფები რომლებიც დაკავშირებული იყო ლენძიელის კერამიკასთან (პლეშოვის, მოდლნიცკის და ოციცკის ჯგუფები) დასავლეთ სლოვაკეთის ტერიტორიისკენ გადავიდნენ.
რონდელი (pl:Rondel) ლენძიელის კულტურის სამაგალითო ობიექტს წარმოადგენს, სადაც ტერიტორია გარშემორტყმულია თხრილით და მინდვრით სადაც დაჯგუფებულია რამდენიმე სახლების რიგები. არის თხრილი მაგალითად, რომელიც აკრავს სივრცეს რომლის ფართობი 6 ჰექტარამდეა (კერძოდ, Zarzycy).
კრაკოვ-მოგილეში ნანახია მარცვლეულის საწყობი, საადაც წარმოდგენილია ორი სახის მარცვლეული ხორბალი და ქერი. ლენძიელის კულტურასთან ერთად (კრაკოვის მაღლობი pl:Wyżyna Krakowska, მიეჩოვსკის მაღლობი pl:Wyżyna Miechowska და სანდომიერსკის მაღლობი pl:Wyżyna Sandomierska) პარალელურად არსებობდა მალიცკის კულტურა. მისი ბოლო ძეგლები დათარიღებულია მიახლოებით 3800 წლით ჩვენ წელთ აღრიცხვამდე.
ლანძიელისა და მალიცკის კულტურის დასახლებებს შორის არსებობდა ქვის ნედლეულით ინტენსიური მიმოცვლა.
ენეოლითის დასაწყისი პოლონეთის ტერიტორიაზე თარიღდება მიახლოებით 4100-3800 წლებით ჩ.წ.ა. და ხასიათდება მეურნეობისა და საზოგადოებრივი წყობის ცვლილებებით, რომელიც დაკავშირებული იყო სპილენძის გამოყენების დაწყებასთან და პირველი სპილენძის ნივთების გაჩენასთან. 4100/3900 — 3200/3000 წწ. ჩ.წ.ა პერიოდში ნეოლითი საბოლოოდ დასრულდა, და პოლონეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა.
ჩნდება ახალი ძაბრისებრი თასების კულტურა. იწყებენ გამწევი ცხოველების გამოყენებას ოთხბორბლიან ურმებში, რასაც ადასტურებს ბრონოციცესთან (pl:Bronocice) არსებული ნახატები. უკვე არსობობდა ადმინისტრაციული ორგანიზაცია და პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრი. გაჩნდა მეგალითური შენობები რომელსაც კუიავსკის უწოდებენ (kujawski) (იყო ტრაპეზოიდული ან სამკუთხა ფორმის და აღმართული იყო დიდი ლოდებისაგან ან ქვებისაგან და მიწის ნაყარისაგან). განსაკუთრებით გამოიყენებოდა კაჟის ქვა რომელსაც მოიპოვებდნენ მაღაროს მეთოდით. იმ დროისათვის უდიდესი "მაღარო" იყო კზემიონკიში pl:Krzemionki.
ძაბრისებრი თასების კულტურის უძველესი ნიმუშები ხასიათდებიან სფერული ფორმით და ცუდად დიფერენცირებული ყელით (მიახლოებით 4450 წ ჩ.წ.ა. სარნოვსკის ფაზა) უფრო გვიანი კლასიკური ფაზის (3700-3300 წ.ჩ.წ.ა.) დროს ქმნიან ჯგუფს აღმოსავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ სილეზია-მორავიაში, ამ ეტაპზე ხასიათდება ძლიერი პროფილირებით ორნამენტების ბატონობით. გვიან ფაზა (3300-3100 წ.ჩ.წ.ა.), ჭურჭლის პროფილები გახდა უფრო რბილი, გლუვი და ორნამენტებით უფრო მდიდარი, როგორიცაა თოკის ანაბეჭდები.
მოგვიანებით თემები გადავიდნენ ტიპურ მწყემსურ მეურნეობაზე - რამაც გამოიწვია ჯგუფების გარდაქმნა და ახალი კულტურის წარმოქმნა რომელსაც სფერული ამფორების კულტურას უწოდებენ. მიახლოებით 3200-3100 წწ. ჩ.წ.ა. პოლონეთის ტერიტორიაზე ხდება მიწათმოქმედ-მეცხოველეობითი თემების მობილურ მწყემსურ თემებზე გადასვლა. ხდება მიწათმოქმედი და მწყემსი თემების შერევა. ამ დროს პოლონეთში როგორც ავღნიშნეთ დომინირებს სფერული ამფორების კულტურა, რომელიც იყოფა შემდეგ ჯგუფებად: შუაპოლონური, დასავლური და აღმოსავლური, პირველი და ბოლო აგრძელებენ მშენებლობის მეგალითიკურ ტრადიციას. ეკონომიკა ეყრდნობოდა მსხვილფეხა საქონელს და ღორებს.
ცენტრალური ევროპის ლენტური კერამიკის კულტურისა, ბადენის სფერული ამფორების კულტურის და ტყეების ჩრდილო-აღმოსავლეთის ზონის კულტურების კონტაქტების შედეგად შექმნილი იყო:
პოლონეთში ბრინჯაოს ხანა ქრონოლოგიურად იყოფა რამდენიმე ეტაპად:
ადრეული რკინის ხანა მოიცავდა:
პოლონეთის ბრინჯაოსა და რკინის ხანის კულტურები ძირითადად ცნობილია არქეოლოგიური მასალებისა და კვლევების მიხედვით. ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურები პოლონეთში ჩნდებიან მიახლოებით 2400—2300 წწ. ჩ.წ.ა.[8], ხოლო რკინის ხანა იწყება მიახლოებით 750—700 წწ. ჩ.წ.ა.[9] ახალი ერის დასაწყისისთვის თითქმის ყველა რკინის ხანის არქეოლოგიურმა კულტურამ შეწყვიტა არსებობა. წერილობითი წყაროების არარსებობის გამო ამ კულტურების ეთნიკური და ენობრივი კუთვნილება დავას იწვევს ისტორიკოსებს შორის.
განსაკუთრებით შესამჩნევი როლი პოლონეთის ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანაში ითამაშა ლუჟიცის კულტურამ. როგორც ავღნიშნეთ ამ კულტურის უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს გამაგრებული დასახლება ბისკუპინი.[10]
ბრინჯაოს ობიექტები პოლონეთში იწყებენ მოხვედრას მიახლოებით 2300 წ. ჩ.წ.ა. წინაისტორიული უნგრეთის რეგიონებიდან. ბრინჯაოს ხანაში დასავლეთ პოლონეთში დომინირებდა ინოვაციური უნეტიცის კულტურა, ხოლო აღმოსავლეთით — კონსერვატიული მეჟანოვიცის კულტურა. თანდათანობით, ბრინჯაოს ხანაში ისინი ჩაანაცვლა — (ლეჟიცემდელი) ყორღანული სამაროვნების კულტურამ და ტშინეცკის კულტურამ.
ბრინჯაოს ხანის შემდგომ პერიოდებში პოლონეთში და საერთოდ მთელ ცენტრალურ ევროპაში დომინირებდნენ დასაკრძალი ურნების ველების დიდი კულტურის ლოკალური სახეობები. სადაც კი გავრცელებული იყო ეს კულტურა, სხეულის დასაფლავებას თანდათან ანაცვლებს სხეულის დაწვით დასაფლავება. პოლონეთში ლუჟიცის კულტურის დასახლებები დომინირებდნენ თითქმის ათასი წლის განმავლობაში, თითქმის ადრეული რკინის ხანის დაწყებამდე. სკვითების მთელ რიგმა შემოსევებმა, დაწყებული 6 ს. ჩ.წ.ა., დააჩქარა ლუჟიცის კულტურის დაცემა.
გალშტატის D პერიოდი იყო პომორიეს კულტურის გავრცელების დრო, ეს მაშინ როცა დასავლეთბალტიური ყურღანული კულტურა მოიცავდა მაზურია-ვარმიის რეგიონებს.[11][12]
ლატენის პერიოდი იყოფა შემდეგ ეტაპებად:
ასევე ითვლება რომ პერიოდი 200-0 წწ. ჩ.წ.ა. იყო წინარომის პერიოდი. ამას მოჰყვა რომის გავლენის პერიოდი, რომლის საწყისი ეტაპი გრძელდებოდა 0 - 150 წ.ახ.წ., ხოლო გვიანი ეტაპი 150 - 375 წწ. ახ.წ. პერიოდი 375 - 500 წწ.ახ.წ. წარმოადგენს (წინასლავური) მიგრაციის პერიოდს.
კლასიკურ ანტიკური ხანის პერიოდში (400 წ. ჩ.წ.ა. — 450—500 წწ.ახ.წ.) პოლონეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ სხვადასხვა არქეოლოგიური კულტურის მატარებელი ხალხი, რომლებსაც მკვლევარები მიაკუთვნებენ კელტებს, გერმანელებს და ბალტებს. შესაძლებელია, სხვა ჯგუფების არსებობაც, რადგანაც არქეოლოგიური კულტურების ეთნიკური შემადგენლობის გარკვევით დადგენა ყოველთვის ძნელია. მიუხედავად საკუთარი დამწერლობის არარსებობისა, ბევრმა აღნიშნულმა ხალხმა მიაღწია მატერიალური კულტურისა და სოციალური ორგანიზაციის მაღალ დონეებს. ეს პერიოდი ხასიათდება ხალხის მიგრაციით და ხშირად მოიცავს ხალხის ძალიან დიდ ჯგუფებს.[13]
კელტები იწყებენ დასახლებების დაარსებას 4 ს. ჩ.წ.ა. დასაწყისში, ძირითადად პოლონეთის სამხრეთში, სადაც იყო მათი ექსპანსიის ჩრდილოეთის საზღვარი. თავიანთი განვითარებული ეკონომიკით და ხელნაკეთობებით, ისინი ახორციელებდნენ ხანგრძლივ კულტურულ გავლენას (La Tène კულტურის) შედარებით არაპროპორციული მცირე რეგიონში.[14]
გერმანელები თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ რამდენიმე ასეული წლების მანძილზე, ამასთან ტომების ნაწილი მიგრირებდა უფრო აღმოსავლეთით და სამხრეთით (იხ. en:Wielbark culture). რომის იმპერიის ექსპანსიათან გაფართოებასთან ერთად, გერმანულმა ტომებმა გაუხსნეს გზა რომაული კულტურულ გავლენას.[15]
პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი დასახლებული იყო ბალტებით, რომლებიც იყვნენ რომის იმპერიის გავლენის უკიდურეს პერიფერიაში.[16]