წყალქვეშა კამუფლაჟი — კრიპსისის (დაკვირვებისგან თავის არიდების) მიღწევის მეთოდების ერთობლიობა, რომელიც წყლის ორგანიზმებს მტაცებლებისგან შეუმჩნევლად დარჩენაში ეხმარება.
წყალქვეშა კამუფლაჟი ხმელეთზემცხოვრები ორგანიზმების კამუფლაჟისგან განსხვავდება. წყალქვეშა კამუფლაჟის სამი მთავარი მეთოდდია: გამჭვირვალობა, არეკლვა და აქტიური კამუფლაჟი (Counter-illumination). ოკეანეების ზედაპირიდან 100 მეტრის სიღმემდე წყალქვეშა კამუფლაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდები გამჭვირვალობა და არეკლვაა. მესამე მეთოდი ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმიდან 1000 მეტრ სიღრმემდე გამოიყენება. 1000 მეტრის სიღრმეზე კამუფლაჟი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.
წყალმარჩხებში კამუფლაჟი უფრო მეტად ჰგავს ხმელეთის ორგანიზმების კამუფლაჟს, ვიდრე ღრმა წყლების ორგანიზმთა კამუფლაჟი. ზოგიერთი ცხოველი დამატებით მეთოდებს იყენებს. მაგალითად, დეკორატორი კიბორჩხალები თვითდეკორირებას მიმართავენ. ისეთი როგრანიზმები, როგორიცაა ფოთლისებრი ზღვის დრაკონი - მიმეზისს. საწინააღმდეგო შეფერილობას (კამუფლაჟის მეთოდი, რომლის დროსაცცხოველები სხეულის ზედა ნაწილი მუქი ფერითაა დაფარული, ხოლო ქვედა - ღია ფერით) თევზების ბევრი სახეობა იყენებს, მათ შორის - ზვიგენები. აქტიურ კამუფლაჟს, ფერების სწრაფ ცვლილებას არაერთი სახეობას რვაფეხები, კალმარები და ზღვის მოლუსკები იყენებენ.
შენიღბვის შესაძლებლობა მტაცებლებსა და მსხვერპლს შორის არსებობისთვის ბრძოლასი გადასარჩენ უპირატესობას წარმოადგენს. ოკეანეებში ბუნებრივი გადარჩევის მეშვეობით კამუფლაჟის არაერთი მეთოდი განვითარდა.[1]
წყალქვეშა კამუფლაჟის უმთავრესი მეთოდებია:გამჭვირვალობა, არეკლვა და აქტიური კამუფლაჟი.[2][3][4] კამუფლაჟის მეთოდები ოკეანის სიღრმის მიხედვით იცვლება: 100 მეტრის სიღრმემდე გამჭვირვალობისა და არეკლვის მეთოდები გამოიყენება, 100-დან 1000 მეტრის სიღრმემდე — აქტიური კამუფლაჟი, ხოლო უფრო სიღრმეებში კამუფლაჟი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ღია ზღვების არსებათა უმრავლესობა ამ მეთოდთაგან სულ ცოტა ერთს მაინც იყენებს.
გამჭვირვალობა ღია წყლების ცხოველთა კამუფლაჟის მთავარი მეთოდია. ამ მეთოდს პლანქტონი პლანქტონების მრავალი სახეობა იყენებს და უფრო დიდ ორგანიზმებშიც გვხვდება: მედუზებთან, გარსიანებთან და სავარცხლურებთან. წყლის ზედაპირის მახლობლად მოტივტივე ორგანიზმების უმრავლესობა ძალიან გამჭვირვალეა, რაც მათთთვის შესანიშნავ კამუფლაჟს წარმოადგენს. ჟელატინური პლანქტონური ორგანიზმები 50-დან 90%-მდე გამჭვირვალე არიან. 50%-იანი გამჭვირვალობა საკმარისია 650 მეტრის სიღრმეზე მტაცებლებისგან თავის დასაღწევად. წყლის ზედაპირთან სიახლოვისას უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, რადგანაც სინათლე ატანს და მტაცებლები უკეთესად ხედავენ. გამჭვირვალობა ყველაზე ეფექტურია ღრმა წყლებში.[5]
მიმეზისს ისეტი ორგანიზმებ მიმართავენ, როგორიცაა ფოთლისებრი ზღვის დრაკონი, Phycodurus eques და ფოთლისებრი მორიელი თევზი (Taenianotus triacanthu), რომლებიც სხეულის ნაწილებს მცენარეებისა და ქვების შეფერილობას უხამებენ.[6][7][8] თევზის სახეობა Novacuichthys taeniourus-ის შემთხვევაში ახალშობილებისა და ზრდასრულების მოძრაობაში განსხვავება შეიმჩნევა. ახალშობილები წყალმცენარეებს ეხამებიან, ვერტიკალურ პოზიციაში თავდახრილი დაცურავენ და ისე იქცევიან, რომ წყალმცენარის მოლივლივე ნაწილს ემსგავსებიან.[9]
თვითმორთვა წყლის ცხოველების სხვადასხვა ჯგუფში გვხვდება. მაგალითად, დეკორატორი კიბორჩხალა გარემოდან ცოცხალ ორგანიზმებსა და არაცოცხალ მასალებს საკუთარი კამუფლაჟისთვის იყენებს. Eupagurus cuanensis კამუფლაჟისთვის ნარინჯისფერ ღრუბელს Suberites domuncula-ს იყენებს, რომელსაც ცუდი გემო აქვს და თევზები არ ჭამენ.[10]
ზღვის ზღარბები შენიღბვისთვის ქვების ნამსხვრევებს, ნაჭუჭებს, წყალმცენარეებსა და ზოგჯერ ზღვის ანემონებსაც იყენებენ. [11]