ჯეიმზ მაკჰენრი (ინგლ. James McHenry; დ. 16 ნოემბერი, 1753 — გ. 3 მაისი, 1816) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე.
დაიბადა 1753 წელს, ბრიტანელების ოჯახში, ქალაქ ბეილიმენაში, (ულსტერი). დუბლინში სწავლის დამთავრების შემდეგ 1771 წელს იგი გადავიდა ფილადელფიაში. აქ მაკჰენრი ექიმად მუშაობდა და ასევე ძმასთან ერთად იმპორტ-ექსპორტის ბიზნესში იყო ჩართული.[1][2]
მაკჰენრი იყო მერილენდის შტატის დელეგატი კონტინენტალურ კონგრესზე, აშშ ომის მესამე მდივანი, ჯორჯ ვაშინგტონის და ჯონ ადამსის პრეზიდენტობისას.
როგორც მერილენდის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონსტიტუციას. მისი სახელი ჰქვია ფორტ მაკჰენრის, საარტილერიო წერტილს, სწორედ აქ გამართულმა ბრძოლებმა შთააგონა ავტორს დაეწერა აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი.