ჯეიმზ უორდი | |
---|---|
ინგლ. James Wordie | |
დაბ. თარიღი | 26 აპრილი, 1889 |
დაბ. ადგილი | გლაზგო |
გარდ. თარიღი | 16 იანვარი, 1962 (72 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მკვლევარი და გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი და Scott Polar Research Institute |
ალმა-მატერი | გლაზგოს უნივერსიტეტი, სენტ-ჯონის კოლეჯი და გლაზგოს აკადემია |
ჯილდოები | ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, დამფუძნებლის მედალი[1] , ჩარლზ დეილის სახელობის მედალი, რაინდი-ბაკალავრი, პოლარული მედალი, წმინდა ოლაფის ორდენი, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი, შოტლანდიური გეოგრაფიული მედალი და W. S. Bruce Medal |
ჯეიმზ მან უორდი (ინგლ. James Mann Wordie; დ. 26 აპრილი, 1889, გლაზგო — გ. 16 იანვარი, 1962, კემბრიჯი) — ბრიტანელი მეცნიერი, გეოლოგი, მკვლევარი, ერნესტ შეკლტონის საიმპერიო ტრანსარქტიკული ექსპედიციის, გრენლანდიის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებსა და შპიცბერგენზე მოწყობილი მრავალი ექსპედიციის მონაწილე. სკოტის პოლარული კვლევების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. მრავალი სამეცნიერო საზოგადოების დამსახურებული წევრი.
დაიბადა 1889 წლის 26 აპრილს გლაზგოში (შოტლანდია), ჯონ უორდისა და ჯეინ კეტრინ მარდის ოჯახში. დაამთავრა „გლაზგოს აკადემიის“ სახელით ცნობილი სკოლა. გეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო გლაზგოს უნივერსიტეტში. შემდეგ გადავიდა კემბრიჯში მდებარე სენტ-ჯონსის კოლეჯში, სადაც სწავლასთან ერთად სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო. ამ პერიოდში დაუახლოვდა ფრენკ დებენჰემსა და რეიმონდ პრისტლის — რობერტ სკოტის ბოლო ანტარქტიკული ექსპედიციის მეცნიერ-მონაწილეებს. ამ ორ მეცნიერთა ერთად მუშაობისას ჯეიმზ უორდის ექსპედიციებისა და სამეცნიერო აღმოჩენების მიმართ ინტერესი გაუღრმავდა და რეიმონდ პრისტლის რეკომენდაციით იგი შეკლტონმა თავის პირველ ექსპედიციაში ჩართო, როგორც სამეცნიერო შტატის ხელმძღვანელ-გეოლოგი.