ჰენდექი (ხოფის რაიონი)

სოფელი
ჰენდექი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ხოფა
კოორდინატები 41°25′00″ ჩ. გ. 41°25′00″ ა. გ. / 41.41667° ჩ. გ. 41.41667° ა. გ. / 41.41667; 41.41667
ადრეული სახელები გვარჯი
მოსახლეობა 245 (31 დეკემბერი, 2021)[1] [2]
სასაათო სარტყელი UTC+3 და თურქეთის დრო
საფოსტო ინდექსი 08600
ჰენდექი (ხოფის რაიონი) — თურქეთი
ჰენდექი (ხოფის რაიონი)

ჰენდექი (თურქ. Hendek) — სოფელი ხოფის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი.[3] სოფლის მოსახლეობა 2021 წლის მონაცემებით 245 ადამიანია.[4]

სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა გვარჯი.[5]

სოფელ ჰენდექის უძველესი სახელწოდება, ლაზურად არის გვარჯი ან გარჯი.[6][7] თუმცა, სოფლის სახელი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩაიწერა როგორც ჰენდექი. მართლაც, 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულსა და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ის მოიხსენიება როგორც ჰენდექი (خندق).[8][9]

სოფელი გვარჯი მდებარეობს ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ ეპოქაში შედიოდა კოლხეთის სამეფოს საზღვრებში. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ 1461 წელს, 1547 წელს მთლიანად დაიპყრეს ეს რეგიონიც.[10] სოფელი გვარჯი, 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში ჰენდეკის სახელით ეკუთვნოდა ტრაპიზონის პროვინციის ერთ-ერთ სანჯაყს, ლაზისტანის სანჯაყის ჰოპის რაიონს. მისი მოსახლეობა შედგებოდა 38 ოჯახში მცხოვრები 100 ადამიანისგან. თუმცა, შესაძლებელია ეს რიცხვი მოიცავდეს მხოლოდ მამაკაცებს. სოფელში გადასახადით დაბეგრილი პირუტყვის რაოდენობაში აღრიცხულია 300 თხა/ცხვარი, 3 ცხენი, 50 ძროხა და 4 ხარი.[11]

სოფელი გვარჯი ან ჰენდეკი პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში გადავიდა. რუსული მმართველობის დროს, 1917 წელს, ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ, რომელმაც კვლევითი ექსპედიცია მოაწყო ლაზისტანში, სოფლის სახელი ქართული ანბანით ჩაწერა როგორც ჰენდექი (ხენდექი), რუსული ანბანით კი როგორც ხანდაკი (Xaндак). ამ დროს სოფელში ცხოვრობდა 5 ოჯახში 34 ადამიანი და მოსახლეობა მთლიანად ლაზებისგან შედგებოდა.[12]

სოფელი ჰენდექი, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიის მიხედვით, ეკუთვნოდა რიზეს პროვინციის ხოფის რაიონის ცენტრალურ ნაჰიეს.[9] 1935 წლის აღწერაში, რიზესა და არტვინის პროვინციების გაერთიანების შედეგად შექმნილ ჩორუჰის პროვინციაში იგივე ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა და მისი მოსახლეობა შედგებოდა 732 ადამიანისგან.[13] 1965 წლის საყოველთაო აღწერაში, ზენდიდის უბნის ცალკე სოფლად გამოყოფის შედეგად, ჰენდეკის სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა შემცირდა 474 ადამიანამდე და ამ მოსახლეობაში 173 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[14]

  1. https://data.tuik.gov.tr/Bulten/Index?p=Adrese-Dayali-Nufus-Kayit-Sistemi-Sonuclari-2021-45500
  2. https://www.e-icisleri.gov.tr/Anasayfa/MulkiIdariBolumleri.aspx
  3. Köy დაარქივებული 2015-07-06 საიტზე Wayback Machine. , Turkey Civil Administration Departments Inventory. Retrieved 30 January 2023.
  4. Address-based population registration system (ADNKS) results dated 31 December 2021 tr (XLS). TÜİK. ციტირების თარიღი: 30 January 2023
  5. Nişanyan Yeradları.
  6. İuri Siharulidze, Çaneti - I (Gürcüce: ჭანეთი - I), Batum, 1977, s. 67.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 Haziran 2023.
  7. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 135, ISBN 9786055708856.
  8. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 364, ISBN 9789157871117.
  9. 9.0 9.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
  10. ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. დაარქივებული 2024-06-19 საიტზე Wayback Machine. ISBN 99940-61-43-7
  11. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 364, ISBN 9789157871117.
  12. İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 166.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024.
  13. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 172.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020.
  14. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 88.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020.