ტიპი | კერძო კომპანია |
---|---|
დარგი | სამომხმარებლო ელექტრონიკა, ვიდეო თამაშები |
სათავო ოფისი | კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ |
პროდუქცია | სტერეოსისტემები (თავდაპირველად), სამომხმარებლო ტექნიკა, ვიდეო თამაშების კონსოლები |
თანამშრომელი | 300[1] |
APF Electronics Inc. — სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც მდებარეობდა კუინზში, ნიუ-იორკში.
თავდაპირველად დაკავებული იყო სტერეომოწყობილობების იმპორტით იაპონიიდან. 1970-იან წლებში კომპანია გადაერთო კალკულატორებისა და სხვა გამოთვლითი ტექტნიკის წარმოებაზე.
1976 წლიდან მათ დაიწყეს პირველი თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების სერიის, APF TV Fun-ის გამოცემა,[2] დაფუძნებული General Instruments-ის ჩიპზე AY-3-8500. ორი წლის შემდეგ, 1978 წელს, კომპანიამ გამოუშვა რიგით მეორე კონსოლი APF-MP1000,[3] რომელიც მეორე თაობის ეპოქაში კონკურენციას უწევდა Atari VCS-ს.
1983 წლის ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კრიზისის შედეგად კომპანია APF Electronics Inc. გაკოტრდა და შეწყვიტა არსებობა.[1]