Ashgate Publishing — იყო ადაკემიური წიგნების და ჟურნალების საგამომცემლო კომპანია ფარნაჰამში (სარი, დიდი ბრიტანეთი).[1] ჩამოყალიბდა 1967 წელს. ამერიკის ფილიალი მდებარეობდა ბერმინგტონში, ვერმონტი[2] და კიდევ ერთი ბრიტანული ოფისი ლონდონში. ახლა ის Informa-ს (Taylor & Francis) შვილობილი კომპანიაა.
კომპანიას გააჩნდა ორი იმპრინტი: Gower Publishing გამოცემდა პროფესიონალურ ბიზნეს და მენეჯერულ სათაურებს,[3] და Lund Humphries, რომელიც დაარსდა 1939 წელს, გამოსცემს ილუსტრირებულ ხელოვნების წიგნებს, ძირითადად კი თანამედროვე ბრიტანული ხელოვნების სფეროში.[4] 2015 წლის მარტში, Gower-მა წარმოგვიდგინა GpmFirst,[5] ინტერნეტ-საზოგადოება, რომელიც გამომწერებს სთავაზობს წვდომას 120 მეტ პროექტზე, დისკუსიებზე, სტატიებზე, რომელიც ეხება ბიზნესსა და პროექტის მენეჯმენტს. 2015 წლის ივლისში Ashgate 20[6] მილიონ ევროდ შეიძინა Informa-მ.[7] 2015 წლის დეკემბრიდან Lund Humphries დამოუკიდებელი გამომცემელი გახდა.[8] 2016 წლის თებერვალს Ashgate-ის დამოუკიდებელი იმპრინტები Routledge-ის იმპრინტის ნაწილი გახდნენ.