„Barrel of a Gun“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Depeche Mode | ||||
ალბომიდან Ultra | ||||
B-მხარე | Painkiller | |||
გამოსვლის თარიღი | 3 თებერვალი 1997 | |||
ჩაიწერა | 1996 | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი, ინდუსტრიული როკი | |||
ხანგრძლივობა | 5:35 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Mute Records | |||
ავტორ(ებ)ი | მარტინ გორი | |||
პროდიუსერი | ტიმ სიმენონი | |||
Depeche Mode — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
მუსიკალური ვიდეო | ||||
"Barrel of a Gun" YouTube-ზე |
Barrel of a Gun — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Depeche Mode-ის დისკოგრაფიაში რიგით 24-ე სინგლი. იგი გამოიცა ბრიტანეთში, 1997 წლის 3 თებერვალს, როგორც პირველი სინგლი სტუდიური ალბომიდან Ultra. მარტინ გორის აღიარებით,
სიმღერა ჩაწერილია ჯგუფისათვის საკმაოდ რთულ პერიოდში. 1995 წელს Depeche Mode-იდან წავიდან ალან უაილდერი, ხოლო დეივ გეენი, წამყვანი ვოკალისტი, ჰეროინისგან მომაკვდავი მდგომარეობიდან იქნა გადარჩენილი. ენდრიუ ფლეტჩერი ემოციური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ხოლო მარტინ გორი პოლიციასთან პრობლემებში გაეხვა, ნარკოტიკების შენახვის გამო. 1996 წელს მარტინმა სცადა დეივისა და ფლეტჩის სტუდიურ სესიებზე დათანხმება. შედგა ტრიო, რომელმაც ახალ სიმღერებზე მუშაობა დაიწყო.
Barrel of a Gun-ში დაბრუნდა ჯგუფის ინდუსტრიული ჟღერადობა და შესაძლოა, იგი ჯგუფის ყველაზე ბნელ კომპოზიციად ჩაითვალოს. მარტინი არ იყო დარწმუნებული, რომ იგი რადიოეთერში ჰიტად იქცეოდა, ასე რომ პირველი სინგლის სახით მის გამოცემაზე უარს ამბობდა. თუმცა, საბოლოოდ ეს ჯგუფისათვის დიდ წარმატებად იქცა, მოხვდა რა ბრიტანეთის ჩარტის #4 პოზიციაზე.
სინგლის b-გვერდზე წარმოდგენილია Painkiller, ხანგრძლივი კომპოზიცია, ერთგვარი უხეში ელექტრონიკის სტილისტიკით. სტუდიურ ალბომში დამალული კომპოზიციის სახით შეტანილია მისი მოკლე ვერსია Junior Painkiller.
სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია ანტონ კორბეინი. მასში დეივი დახუჭული თვალებით მღერის, ქუთუთოებზე კი თვალები აქვს მიხატული. კლიპი გადაღებულია მაროკოში.