Big Blue Ball | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — სხვადასხვა | ||||
გამოცემის თარიღი | 24 ივნისი 2008 | |||
ჩაიწერა | 1991, 1992 და 1995 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა, მსოფლიო მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 62:08 | |||
ლეიბლი | Real World, EMI | |||
პროდიუსერი | პიტერ გებრიელი, კარლ ვალინგერი, სტივენ ჰეიგი | |||
პიტერ გებრიელი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
![]() |
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Rolling Stone | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Big Blue Ball — პიტერ გებრიელისა და სხვადასხვა შემსრულებლის ერთობლივი ალბომი, რომელიც გამოვიდა 2008 წლის აპრილში.
ალბომი იწერებოდა 15 წლის განმავლობაში. მასზე მუშაობდა მრავალი მუსიკოსი. გებრიელის თქმით, ყველა მთავარი სიმღერა ჩაწერილი იქნა 90-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ბევრი ფირი იყო არეული და მათმა მოწესრიგებამ პიტერს ბევრი დრო წაართვა. ალბომზე მუშაობდა პროდიუსერი სტივენ ჰეიგი.
ალბომზე, გარდა გებრიელისა, მუშაობდნენ: შინედ ო'კონორი, კარლ ვალინგერი, ნატაშა ატლასი, პაპა ვემბა. რამდენიმე სიმღერაში პიტერი მთავარ ვოკალურ პარტიას ასრულებს. დისკი შეიცავს დასავლურ, აფრიკულ და აზიურ მოტივებს.
პირველი სიმღერა, რომელიც ალბომის სარეკლამოდ სინგლის სახით გამოჩნდა გაყიდვაში, არის Whole Thing. იგი აგრეთვე შეტანილია ტელესერიალში Long Way Down.
|