„Black Capricorn Day“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Jamiroquai | ||||
ალბომიდან Synkronized | ||||
გამოსვლის თარიღი | 2 თებერვალი, 2000 | |||
ჩაიწერა | 1999 | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა |
| |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Sony Music | |||
ავტორ(ებ)ი |
| |||
პროდიუსერი | რიკ პოუპი | |||
Jamiroquai — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Black Capricorn Day“ — ბრიტანული ფანკ-ჯგუფ Jamiroquai-ს სიმღერა და სინგლი. გამოვიდა 2000 წელს, მხოლოდ იაპონიაში, როგორც მეხუთე და უკანასკნელი სინგლი ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომიდან Synkronized. იაპონიის ცხელ ასეულში სიმღერამ #14 პოზიცია დაიკავა. სინგლში აგრეთვე შეტანილია „Canned Heat“-ის და „Supersonic“-ის რემიქსები. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ვიდეო შესულია High Times: Singles 1992–2006-ის ბრიტანულ DVD-ში, თავად ბრიტანეთში სინგლი არ გამოსულა.
სიმღერის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოში ჯგუფის ლიდერი ჯეი კეი ქუჩაში პოულობს პლაკატებს თავისი სახით და წარწერით „ქურდი, დაიჭირეთ“. გლაზგოს ქუჩებში მას დასდევს პოლიცია.
ვიდეოს ერთი ვერსია შესულია High Times: Singles 1992–2006-ის DVD-ში, თუმცა მეორე, იაპონიაში ნაჩვენები მისგან განსხვავდება.[1]