Broken China | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
26 ნოემბერი 1996 (ბრიტანეთი) 25 მარტი, 1997 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 1996 | |||
ჟანრი |
ნიუ ეიჯი ემბიენტი პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 59:34 | |||
ლეიბლი |
EMI (ბრიტანეთი) Guardian Records (აშშ) | |||
პროდიუსერი |
რიჩარდ რაიტი ენტომი მური ლორი ლეთემი (თანაპროდიუსერი) | |||
რიჩარდ რაიტი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Broken China (ინგლ. დამსხვრეული ფაიფური) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის კლავიშისტ რიჩარდ რაიტის[2] მეორე სოლო-ალბომი, რომელიც გამოვიდა 1996 წელს.
რიჩარდ რაიტის მეუღლემ ბავშვობაში გადაიტანა კლინიკური დეპრესია. სწორედ ამ თემაზეა დაფუძნებული ალბომი, რომელიც პირობითად იყოფა ოთხ ნაწილად. სამ სიმღერაში (შესავალში, „Reaching for the Rail“ და „Breakthrough“-ში) მღერის შინეიდ ო’კონორი. სიმღერების ერთი ნაწილი ინსტრუმენტალულია, ხოლო მეორე ნახევარს მიჰყვება რაიტის ვოკალი. დისკი ჩაწერილ იქნა რაიტის პირად სტუდიაში, საფრანგეთში. რაიტი მუსიკოსების შესახებ:
1994 წლის დასაწყისში მოვხვდი პიტერ გებრიელის მსოფლიო ტურნეს კონცერტზე, სადაც მანუ კაჩე უკრავდა დასარტყმელი საკრავებზე, ხოლო ალბომის შექმნის იდეა უკვე მქონდა. როგორც კი მოვისმინე, მივხვდი, რომ მსურდა, Broken China-ზე დაეკრა. მუსიკა გავუგზავნე. მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკი მჭიდრო იყო, მაინც დამირეკა, რათა ეთქვა, რომ ჩემთან დაკვრა სურდა, თუმცა იმ პირობით, რომ ბასზე პინო პალადინო დაუკრავდა, ვინაიდან ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. მაგრამ პინო თავად უკვე ავირჩიე, ამიტომ სასიამოვნო იყო, თუ როგორ უკრავდნენ ერთად, რამდენად სწრაფად მუშაობდნენ. ექვს დღეში ჩაიწერა რვა სიმღერა - შესანიშნავია! ტიმ რენუიკი მე ავირჩიე, ძირითადად, პინკ ფლოიდთან ტურნეს გამო, გარდა ამისა, ჩემი ახლო მეგობარი იყო და ზუსტად გრძნობდა მუსიკას, რომელზეც უნდა ემუშავა. როდესაც ატმოსფერული გიტარის ჩასაწერად მუსიკოსს ვეძებდი, ლორი ლეთემმა მირჩია დომინიკ მილერი, რომელიც იმ პერიოდში სტინგთან მუშაობდა, მაგრამ დრო გამონახა, ჩემთან დაეკრა. უჩვეულო იყო ის, რომ ყველა მუსიკოსმა, ვინც კი ავარჩიე, Broken China-სთვის დრო გამონახა.
ალბომის გამოსვლამდე გაკეთებულ ადრინდელ კომენტარებში რაიტმა უბრალოდ განაცხადა, რომ იგი არის „ახლო მეგობარზე, რომელიც დეპრესიიდან გამოდის. მაგრამ მე არ მსურს, რომ იფიქრონ, თითქოს მას ვიყენებდი ალბომის პრომოუშენის მიზნით. ამიტომაც, თავდაპირველად არ მსურდა მისი აღნიშვნა“.
ალბომის სიმღერების ტექსტები ეკუთვნის ენტონი მურს, რომელიც მუშაობდა ალბომის A Momentary Lapse of Reason ტექსტებზე. გარეკანის დიზაინის ავტორები არიან სტორმ თორგერსონი და პიტერ კარზონი.[3]
DVD-ზე David Gilmour in Concert შეტანილია სიმღერის „Breakthrough“ საკონცერტო შესრულება. ეს არის ერთადერთი სიმღერა ალბომიდან Broken China, რომელიც ცოცხლად შესრულებულა.
ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით ასევე გამოიცა ორი სინგლი, კომპოზიციების რემიქსებით.
ალბომის გარეკანის ავტორი, სტორმ თორგერსონი იხსენებდა:
ალბომის ბუკლეტი იყოფა ოთხ ნაწილად, რათა გადმოსცეს ოთხი ციკლი. ყველა გამოსახულება განსხვავდება, მაგრამ საერთო ის აქვთ, რომ მთავარი ელემენტი ფოკუსდაკარგულ ფონზეა ჩამოკიდებული - ისევე როგორც რიკის ხმა უკანა ფონზე მოთავსებულ კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. ჩვენ ხშირად ვიყენებთ უფოკუსო გამოსახულებებს, მაგალითად ასე იყო ალბომზე Obscured by Clouds. ალბომის გარეკანზე გამოტანილი მთავარი სურათი ორიგინალური იდეის ილუსტრირებაა. იგი აგრეთვე მომდინარეობს იმ დიზაინიდან, რომელიც მანამდე 10cc-ს შევთავაზე და რომელიც გამოუყენებელი დარჩა. ადამიანი ხტება გიგანტურ ჰულა-ჰუპში. მოცურავე ეშვება ღამიდან დღის მიმართულებით. Broken China-ს შემთხვევაში, ეს ჰულა-ჰუპი გარდაიქმნა წყლის წრედ - ადამიანის სხეული ამ შემთხვევაში იქცევა დამსხვრეულ ფაიფურად. მეტაფორულად ეს აღნიშნავს, რომ ადამიანის წარსულმა შეიძლება იმოქმედოს სხვა ადამიანის მომავალ ქმედებებზე.
ალბომის პრომო-კამპანიის ფარგლებში გამოვიდა როგორც ორი სინგლი, ასევე ვიდეო-ინტერვიუ რაიტთან. ეს არის ოფიციალური პრომო ვიდეო, რომელშიც რაიტი საუბრობს ალბომის ჩაწერის შესხებ.
ვიდეოში აგრეთვე შეტანილია ინტერვიუ ალბომის თანაავტორ ენტონი მურთან და დიზაინერ სტორმ თორგერსონთან.
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Breaking Water“ | რიჩარდ რაიტი, ენტონი მური | 2:28 |
2. | „Night of a Thousand Furry Toys“ | რაიტი, მური | 4:22 |
3. | „Hidden Fear“ | რაიტი, ჯერი გორდონი | 3:28 |
4. | „Runaway“ | მური | 4:00 |
5. | „Unfair Ground“ | რაიტი | 2:21 |
6. | „Satellite“ | რაიტი | 4:06 |
7. | „Woman of Custom“ | მური | 3:44 |
8. | „Interlude“ | რაიტი | 1:16 |
9. | „Black Cloud“ | რაიტი | 3:19 |
10. | „Far from the Harbour Wall“ | რაიტი, მური | 6:19 |
11. | „Drowning“ | რაიტი | 1:38 |
12. | „Reaching for the Rail“ | რაიტი, მური | 6:30 |
13. | „Blue Room in Venice“ | რაიტი, გორდონი | 2:47 |
14. | „Sweet July“ | რაიტი | 4:13 |
15. | „Along the Shoreline“ | რაიტი, მური | 4:36 |
16. | „Breakthrough“ | რაიტი, მური | 4:19 |
ჩარტი (1996) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[4] | 24 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[5] | 52 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[6] | 39 |
|