წყაროს მოდელი | Open source |
---|---|
ლიცენზია | GNU General Public License |
ოფიციალური საიტი | budgie-desktop.org/home/ |
Budgie (ბადჯი) — GNOME-ისა და GTK+-ის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცე UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემებისთვის. Budgie შეიქმნა 2013 წელს, ლინუქსის დისტრიბუტივი Solus-სთვის (ყოფილი Evolve OS). დღესდღეობით Budgie არის ერთ-ერთი ძირითადი გრაფიკული სივრცე რამდენიმე დისტრიბუტივისთვის, მათ შორის Arch Linux და Ubuntu Budgie. გრაფიკული სივრცე ასევე ხელმისაწვდომია მრავალი პოპულარული დისტრიბურივის რეპოზიტორიებში (მაგ.: Debian).
Budgie-ს ადრეული ვერსიები დიდწილად ეფუძნებოდა GNOME Shell-ის კოდს. Budgie-ს შემქმნელების შთაგონება სათავეს იღებს Chome OS-გან, შესაბამისად Budgie-ს იერსახე და სამომხმარებლო ინტერფეისის ძირითადი მახასიათებლები წააგავს Google-ს ოპერაციულ სისტემას. შემქმნელების თანახმად, Budgie-ს მთავარი პრინციპი სიმარტივეა [1]. იერსახესთან ერთად GNOME Shell-ის კოდს ასევე დაემატა რამდენიმე უნიკალური პროგრამა, როგორიცაა Budgie Menu და Raven (შეტყობინებების და სისტემური პარამეტრების მართვის პროგრამა) [2]. GNOME-ს განახლებებით გამოწვეული პრობლემების შედეგად, Budgie-ს კოდი თანდათანობით დაშორდა GNOME Shell-ის ფესვებს. 2017 წლის დასაწყისში Solus პროექტის ჯგუფმა გამოაქვეყნა გეგმა რომლის მიხედვითაც Budgie-ს მე-11 გამოცემა GNOME-ს კოდს სრულიად დაშორდება, და Qt 5-ის ბაზაზე გადავა [3].