Buta Airways | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
| ||||
დაარსდა | 2016 | |||
აეროპორტი | ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი | |||
ჰაბები | ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი | |||
დანიშნულების პუნქტების რაოდენობა | 20 | |||
შტაბ-ბინა |
![]() | |||
საიტი: hwww.butaairways.com/ |
Buta Airways — აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Azerbaycan Airlines-ის სტრუქტურული ქვედანაყოფი[1][2].
2016 წლის 28 მარტს ჩამოყალიბდა AZAL-ის დაბალბიუჯეტიანი განყოფილება სახელწოდებით AZALJET[3]. იმავე წლის დეკემბერში, აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აზერბაიჯანში დაფუძნდეს დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი Buta Airways[1].
2017 წლის 2 ივნისს გაიმართა ავიაკომპანიის ლოგო და ლაივერის პრეზენტაცია[4]. Buta Airways-ის ლოგო აერთიანებს მითოლოგიური წმინდა ფრინველის სიმურგის სიმბოლიკას, რომელიც წარმოდგენილია აზერბაიჯანული ბუტას ორნამენტის სახით[5].
2017 წლის ივლისში ცნობილი გახდა AZALJET-ის ფრენების ბილეთების გაყიდვის შეწყვეტის შესახებ ავიაკომპანიის მოახლოებული რეორგანიზაციისა და სახელის შეცვლის გამო[6]. AZALJET-ის ბრენდმა არსებობა შეწყვიტა[7]. ავიაკომპანიამ სახელი შეიცვალა და გახდა Buta Airways.
2017 წლის 1-ლ სექტემბერს Buta Airways-მა პირველი რეისი შეასრულა[8].
ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს მხოლოდ Embraer 190 თვითმფრინავს. 2017 წელს ფლოტი შედგებოდა 6 თვითმფრინავისაგან. 2018 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ მიიღო მეშვიდე თვითმფრინავი[9], 2018 წლის ბოლოს მერვე[10].
2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, Buta Airways-ის ფლოტი შედგება 8 თვითმფრინავისაგან[11].