Chelus orinocensis | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Chelus orinocensis (MarioVargas-Ramírez et al., 2020) | |||||||||||||||||
|
Chelus orinocensis — გველკისერა კუსებრთა ოჯახის ფოჩიანი კუს გვარის ორიდან ერთ-ერთი სახეობა.
ეს ინდივიდები ადრე მატამატას ეკუთვნოდნენ, თუმცა გარეგნულად მისგან მაინც განსხვავდებოდნენ. ცალკე სახეობად გამოიყო 2020 წელს, მას შემდეგ, რაც დნმ-ის 75 ნიმუშზე ჩატარდა მოლეკულურ-გენეტიკური და მორფოლოგიური ანალიზები და დადასტურდა მატამატასა და ამ ინდივიდებს შორის არსებული გენეტიკური და მორფოლოგიური განსხვავებები. ისინი მეცნიერულ განცალკევებამდე ერთმანეთს დაახლოებით 12,7 მილიონი წლის წინათ გამოეყვნენ გვიან მიოცენში. Chelus orinocensis გავრცელებულია მდინარეების ორინიკოსა და რიო-ნეგროს აუზებში და ესეკიბოს წყალშემკრებში.[1][2]
ახალი სახეობის აღმოჩენამ გამოიწვია მატამატას დაცვის სტატუსის გადახედვა, რადგან ადრე ითვლებოდა, რომ იგი ფართოდ იყო გავრცელებული და გამრავლების დიდი შესაძლებლობები ჰქონდა, თუმცა ახალი სახეობის გამოყოფამ, ცხადია, შეამცირა მისი რიცხოვნობაც და არეალიც.[3]