Creation Engine | |
---|---|
ძრავის ოფიციალური ლოგო | |
მწარმოებელი | Bethesda Game Studios |
პროგრამირების ენა | C++ |
ოს | Microsoft Windows |
პლატფორმა | Microsoft Windows PlayStation 3 PlayStation 4 Xbox 360 Xbox One |
სტატუსი | აქტიური |
ჟანრი | თამაშის ძრავა |
ლიცენზია | კერძო |
Creation Engine — თამაშის ძრავა შემუშავებული ამერიკული კომპანია Bethesda Game Studios-ის მიერ საკუთარი პროექტებისთვის. პირველი თამაში, რომელშიც გამოიყენეს Creation Engine, არის The Elder Scrolls V: Skyrim, გამოსული 2011 წლის 11 ნოემბერს, ხოლო ბოლო თამაშია Fallout 4, გამოსული 2015 წლის 10 ნოემბერს.
Creation Engine, თავდაპირველად, შეიქმნა სპეციალურად The Elder Scrolls-ის მეხუთე ნაწილის The Elder Scrolls V: Skyrim-ისთვის.
თამაშის სერიის წინა ნაწილები, კონკრეტულად კი The Elder Scrolls IV: Oblivion და კომპანიის სხვა თამაშები (მაგალითად Fallout 3 გამოიყენებდა მესამე მხარის ძრავას Gamebryo). ამავე კომპანიის თამაში Morrowind აგებულია Gamebryo-ს წინამორბედ ძრავზე სახელწოდებით NetImmerse.
Creation Engine შექმნილი Bethesda Game Studios-ის ძალისხმევით, აგებულია გეიმბრიოს კოდზე, რომელიც შეიმუშავებული იქნა Emergent Game Technologies-სა და Numerical Design Limited-ის მიერ.[1],
Creation Engine თამაშებში წარმოაჩენს რეალისტურ შუქ-ჩრდილებსა და უფრო დეტალურ ობიექტებს შორი მანძილიდან ხედვისას.[2] მოგვიანებით შეიქმნა ძრავის განახლებული ვერსია, რომელიც გამოიყენეს Fallout 4-ში.
Creation Kit არის მოდინგის ხელსაწყო Creation Engine-ის თამაშებისთვის, რომელიც შექმნა Bethesda Game Studios-მა The Elder Scrolls-ის მოდიფიკაციისათვის,[3] რისი მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა ცვლილებების, ახალი ტერიტორიების, რასების, იარაღებისა და ტექსტურების დამატება თამაშში. ამ ხელსაწყოს გამოყენებით შექმნილი მოდები ხელმისაწვდომი არის Steam Workshop-ზე, NexusMods-სა და სხვა უამრავ საიტზე.
Fallout 4-ისთვის Creation Kit შეიქმნა 2016 წლის აპრილს.[4]
დასახელება | თარიღი | პლატფორმა | შენიშვნა |
---|---|---|---|
„The Elder Scrolls V: Skyrim“ | 2011 | Microsoft Windows, Xbox 360, PlayStation 3 | პირველი თამაში ძრავზე. |
„Fallout 4“ | 2015 | Microsoft Windows, Xbox One, PlayStation 4 | ძრავის განახლებული ვერსია. |
„Fallout 76“ | 2015 | Microsoft Windows, Xbox One, PlayStation 4 |
|