Dancing with the Moonlit Knight

„Dancing with the Moonlit Knight“
სიმღერაჯენესისი
ალბომიდან Selling England by the Pound
გამოსვლის თარიღი 3 აგვისტო 1973
ჟანრი პროგრესული როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 8:04
ხმისჩამწერი ლეიბლი Charisma
ავტორ(ებ)ი ტონი ბენქსი, მაიკ რეზერფორდი, ფილ კოლინზი, სტივ ჰეკეტი, პიტერ გებრიელი
პროდიუსერი ჯენესისი, ჯონ ბერნსი

Dancing with the Moonlit Knight“ — პირველი სიმღერა ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის ალბომზე Selling England by the Pound.

სიმღერა იწყება ა კაპელათი. შემდეგ იგი სულ უფრო ხმაურიანი და რიტმული ხდება, მძიმე როკის ერთგვარი ჟღერადობით. ეს არის ერთ-ერთი იმ სიმღერებიდან, რომლებშიც ტონი ბენქსი იყენებს მელოტრონ M400-ს. კომპოზიციაში ჟღერს 8 ვოკალიანი გუნდი, ხოლო ფინალურ სექციაში - სიმებიანი ორკესტრი. გიტარისტი სტივ ჰეკეტი იყენებს ტეპინგის ტექნიკის ადრეულ მაგალითებს.

სიმღერის მელოდია მეორდება "The Cinema Show"-ს ფინალში და "Aisle of Plenty"-ში. მოტივი აღებულია აკორდების თანმიმდევრობიდან, რომელშიც იგივე აკორდებია, რაც "Cinema Show"-ში, განსხვავებული თანმიმდევრობით.

სიმღერის ტექსტი წარმოადგენს კომენტარს თანამედროვე ინგლისის თემებზე, მაგალითად, ბრიტანეთისთვის ტიპური მწვანე ფარიანი მარკების შესახებ. ″chewing through your Wimpy dreams″-ში იგულისხმება ბრიტანეთში, 1970-იანების დასაწყისში არსებული ჰამბურგერების რესტორნების ქსელი Wimpy. ალბომმა Selling England by the Pound სახელწოდება შეიძინა სიმღერის ერთ-ერთი სტრიქონის გავლენით.

სტრიქონის "'Paper late!' Cried a voice in the crowd" გავლენით შეიძინა სახელწოდება ჯგუფის 1982 წლის სიმღერამ "Paperlate".

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]