Deep in the Motherlode

„Deep in the Motherlode“
სინგლიჯენესისი
ალბომიდან ...And Then There Were Three...
გამოსვლის თარიღი ივლისი, 1978 (აშშ)[1]
ჩაიწერა სექტემბერი-ოქტომბერი 1977
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:15
ხმისჩამწერი ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი), Atlantic Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი მაიკ რეზერფორდი
პროდიუსერი დევიდ ჰენჩელი და ჯენესისი
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია
„Many Too Many“
(1978)
Deep in the Motherlode
(1978)
„Turn It On Again“
(1980)

„Deep in the Motherlode“ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სიმღერა. მისი ტექსტისა და მუსიკის ავტორია მაიკ რეზერფორდი. სიმღერა გამოიცა ჯგუფის 1978 წლის ალბომზე ...And Then There Were Three....

სიმღერაში მოთხრობილია გამოგონილი ისტორია - მამაკაცის შესახებ, რომელიც ნევადაში ოქროს ციებ-ცხელების პერიოდში მოგზაურობს და იმაზე, თუ როგორ სთხოვს ოჯახი რაც შეიძლება მეტი ოქროს მოპოვებას.

ფრაზა „Go West young man“ (ინგლ. დასავლეთისაკენ, ახალგაზრდავ) არის ჰორეს გრილის ცნობილი ფრაზის შეცვლილი ვერსია. 1865 წლის 13 ივლისს მან თავის სარედაქტორო სვეტში, გაზეთში, დაწერა: „დასავლეთისაკენ, ახალგაზრდავ, დასავლეთისაკენ იარე და ქვეყანასთან ერთად გაიზარდე“.

ჯენესისი სიმღერას ასრულებდა 1978 წლის ტურნეს მსვლელობისას, ისევე, როგორც 1980 წელს, თუმცა მას შემდეგ სიმღერა კონცერტებზე არ შესრულებულა. იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ნომერი გამოიცა სინგლის სახით, მაგრამ გარეკანზე ეწერა „Go West Young Man“, ვინაიდან ეს სტრიქონი მეორდება სიმღერის მსვლელობისას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Strong, Martin Charles (1995) The Great Rock Discography. Canongate Press, გვ. 322. ISBN 9780862415419.