„Delicate Sound of Thunder“ | |
---|---|
ფილმის Delicate Sound of Thunder ვიდეოკასეტის ყდა | |
რეჟისორი | უეინ იშემი |
პროდიუსერი |
სტივ ო’რურკი კერტ მერვისი რობი უილიამსი |
კომპოზიტორი | პინკ ფლოიდი |
სიმღერის ტექსტის ავტორი | დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი |
მონტაჟი |
ლიზა ჰენდრიკსი ჯეფ რიხტერი |
სტუდია |
დისტრიბუცია: CBS Music Video Enterprises (ევროპა) Picture Music International (ევროპა) |
გამოსვლის თარიღი | 13 ივნისი, 1989 |
ხანგრძლივობა | 100 წთ |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ინგლისური |
Delicate Sound of Thunder — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის საკონცერტო ვიდეო, რომელიც ასახავს ნიუ-იორკის Nassau Coliseum-ში 1988 წელს გამართულ კონცერტებს. ვიდეოფილმში ასევე გამოყენებულია პარიზში, ვერსალის სასახლესთან ჩატარებული კონცერტის კადრები.
ეს ფილმი ითვლება ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოჩანაწერად, მაგრამ მას ხშირად აკრიტიკებენ ზედმეტად ბნელი ფერებისა და ზედმეტ იდუმალური ატმოსფეროს შექმნის მიზნით შემუშავებული ორიგინალური მონტაჟის (შენელებული კადრების) გამო.
ფილმში შეტანილი რამდენიმე სიმღერა არ ჟღერს ალბომში Delicate Sound of Thunder. ფილმის დასასრულს აღნიშნულია, რომ ღორის ორიგინალური დიზაინის ავტორია როჯერ უოტერსი.
ფილმი გამოსულია ვიდეოკასეტებზე, PAL და NTSC ფორმატებში. იგი აგრეთვე გამოცემულია Video CD (VCD) ფორმატში. ფილმის დასასრულს შესაძლებელია ჯგუფის იმ დროისთვის არსებული დისკოგრაფიის მიმოხილვა. ჩანაწერი არ არის ოფიციალურად გამოცემული DVD დისკზე.