Desert Trip — ექვსდღიანი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 7–9 და 14–16 ოქტომბერს, Empire Polo Club-ში (ინდიო, კალიფორნია, აშშ). მის ფარგლებში სრული საკონცერტო პროგრამებით გამოვიდნენ როლინგ სტოუნზი, ბობ დილანი, პოლ მაკ-კარტნი, ნილ იანგი, როჯერ უოტერსი და The Who.[1][2] Stereogum-მა ამ ღონისძიებას უწოდა „Oldchella“, გულისხმობდა რა მონაწილეთა ასაკს და იმ ფაქტს, რომ მისი ორგანიზატორი იყო Goldenvoice, რომელიც ამავე დროს პასუხისმგებელია კოაჩელას ფესტივალზე.[3]
პარასკევი, 7 და 14 ოქტომბერი
შაბათი, 8 და 15 ოქტომბერი
შაბათი, 9 და 16 ოქტომბერი