გალაქტიკა | |
---|---|
![]() | |
დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
თანავარსკვლავედი | ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედი |
პირდაპირი ასვლა | 13სთ 00წთ 58.0წმ[1] |
დახრილობა | +26° 58′ 35″[1] |
ხილული ზომები | 70 000 სინ. წელი |
მახასიათებლები | |
მანძილი | 320 მლნ სინ. წელი |
მასა | ~1.0×1012 m☉ |
Dragonfly 44 (ქართ. დრაგონფლაი 44) — ულტრადიფუზიური გალაქტიკა კომას გროვაში (ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედი).[2][3] [1][4] გადაადგილების სიჩქარეზე დაკვირვებით, ირკვევა, რომ მისი მასა ერთი ტრილიონი მზის მასის ტოლი უნდა იყოს, დაახლოებით იგივე, რაც ირმის ნახტომის მასაა. გალაქტიკის ირგვლივ შეინიშნება 90 სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა. აღსანიშნავია, რომ Dragonfly 44 ირმის ნახტომის სინათლის მხოლოდ 1 %-ს გამოყოფს.[5]
2016 წლის აგვისტოში, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ გაალქტიკის 99,9 % სავარაუდოდ ბნელი მატერიისაგან შედგება.[6][7][8]
ჯერ კიდევ 2014 წელს, მეცნიერთა ჯგუფმა ჰავაის შტატში მდებარე კეკისა და ჯემინის ობსერვატორიების ტელესკოპების საშუალებით აღმოაჩინეს. მდებარეობს კომას გროვის სახელით ცნობილ რეგიონში, დედამიწიდან 320 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.
გალაქტიკა იმდენად მკრთალია, რომ მისი აღმოჩენა ათწლეულების მანძილზე ვერ მოხერხდა, თუმცა ახლა, მისი აღმომჩენი ჯგუფი არკვევს თუ რა მიზეზის გამო შედგება ამ ქალაქტიკის 99,9 % ბნელი მატერიისგან.
მეცნიერებმა Dragonfly 44-ს ვარსკვლავების მოძრაობის სიჩქარეც გაზომეს; აღმოჩნდა, რომ ისინი წამში 47 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ. ამის შემდეგ ჯგუფმა ისიც დაიანგარიშა, რომ გალაქტიკა 1 ტრილიონჯერ უფრო მასიურია ვიდრე ჩვენი მზე — იმდენად მძიმე, რომ მას საკუთარი ვარსკვლავების ერთობლიობის მარტოს დაჭერა არ შეუძლია.
|author=
-ში (დახმარება)
|author=
-ში (დახმარება)
|author=
-ში (დახმარება)