EVO Smart Console | |
---|---|
მწარმოებელი | Envizions |
ტიპი | მულტრიმედიური პერსონალური კომპიუტერი და ვიდეო თამაშების კონსოლი |
გამოშვების თარიღი |
20 ოქტომბერი, 2006 20 ოქტომბერი, 2008 (ფინალი) | (ბეტა)
შეწყდა | 2010 |
მედია | DVD, CD |
პროცესორი | 2.9 გჰც AMD Athlon (ბირთვი) |
მეხსიერება | 2 გბ @ 800 მჰც |
მეხსიერების საცავი | 120 გბ მყარი დისკი |
კავშირი |
Ethernet 2 × USB 2.0 |
უკუთავსებადობა | Linux |
შემდეგი | EVO 2 |
EVO Smart Console (თავდაპირველი სახელწოდება Evo: Phase One) — მულტიმედიური პერსონალური კომპიუტერი და მეშვიდე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია Envizions-ის მიერ. ბეტა სახელწოდებით EVO: Phase One გამოიცა 2006 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო დასრულებული სახით გამოვიდა 2008 წლის 20 ნოემბერს.
სისტემის დავდაპირველი ფასი შეადგენდა 250 აშშ დოლარს.[1] გამოიყენებდა ოპერაციული სისტემის Fedora-ს ერთ-ერთ დისტრიბუტივს „Mirors”. მას თან მოჰყვებოდა სამი ვიდეო თამაში: „SuperTux“, „Kobo Deluxe' “ და „Kid Destiny“. გააჩნდა High Definition-ის მხარდაჭერა, ინტერნეტთან წვდომის ფუნქცია. გარდა ამისა, შეეძლო Windows-ის თამაშების გაშვება. მოიხმარდა AMD Athlon-ის ცენტრალურ პროცესორს 2.9 გჰც ტაქტური სიხშირით, ATI-ის გრაფიკულ ჩიპს HD 3200-ს, 130 გბ მყარ დისკსა [2] და 2 გბ ოპერატიულ მეხსიერებას.[3] მისი წარმოება შეწყდა 2010 წელს.
|