Eupodophis | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Eupodophis descouensi რეიგი და ესქუილი, 2000 | |||||||||||||||
|
Eupodophis ესაა გვარი გადაშენებული გველისა, რომელიც გვიან ცარცულ პერიოდში ბინადრობდა. ერთადერთ სახეობას (რომელიც ასევე ტიპური სახეობაცაა) E. descouensi გააჩნდა 2 ფეხი და წარმოადგენდა გარდამავალ ფორმას ცარცული ერის ხვლიკებსა და უკიდურო გველებს შორის[1].
ნაშთი სიგრძეში 85 სმ. აღწევდა. გველი ბინადრობდა მიახლოებით 92 მლნ. წლის წინ (სენომანური ერა). ნაშთი აღმოაჩინეს კირქვაში, ლიბანის სოფელ ალ-ნამოურაში. აღწერილი იქნა 2000 წელს, რეიგისა და ესქუილის მიერ[1][2].
ნაშთს ანალიზი ჩაუტარეს სინქროტრონის რენტგენის მეშვეობით გრენობლში, საფრანგეთი[3][4]. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ჩორჩხს უკანა კიდურები მიახლოებით 2 სანტიმეტრისა გააჩნდა მცირე წვივის ძვლით, დიდი წვივის ძვლითა და ბარძაყის ძვლით[4]. თუმცაღა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მსგავსი რუდიმენტები, გველის ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გამოუყენებელი იყო[4].
სხვა ნამარხი გველები უკანა კიდურებით:
|