Fall Be Kind | ||||
---|---|---|---|---|
EP — | ||||
გამოცემის თარიღი |
23 ნოემბერი, 2009 (გადმოწერა) 15 დეკემბერი, 2009 (CD, 12 ვინილი) | |||
ჩაიწერა | თებერვალი 2008, აგვისტო 2009 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური პოპი, ექსპერიმენტული, ნეო-ფსიქოდელია | |||
ხანგრძლივობა | 27:20 | |||
ლეიბლი | Domino | |||
პროდიუსერი | ბენ ჰ. ალენი | |||
Animal Collective-ის EP-ები — ქრონოლოგია | ||||
|
Fall Be Kind — Animal Collective-ის EP დისკი, გამოცემული MP3 და WAV ფორმატებში 2009 წლის 23 ნოემბერს და CD-სა გრამფირფიტის სახით ბრიტანეთში 14 დეკემბერს, ხოლო აშშ-ში - 15 დეკემბერს. ზოგმა მაღაზიამ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ერთი კვირით ადრე დაიწყო მისი გაყიდვა, რადგან ჯგუფს ამ დროს ტურნე ჰქონდა ამ ქვეყნებში.
2009 წლის 18 ნოემბერს Domino Records-მა შეცდომით ალბომის გამოსვლამდე გაუგზავნა მომხმარებლებს Fall Be Kind-ის წინასწარ შეკვეთილი დისკები, რის შედეგადაც ინტერნეტში გამოჩნდა მთლიანი EP-ის lossless ვერსია.
ალბომი ჩაწერა ბენ ალენმა 2008 წლის თებერვალში ‘’Sweet Tea Recording Studio’’-ში ოქსფორდში, მისისიპის შტატში და 2009 წლის აგვისტოში სტუდია ‘’ Mission Sound’’-ში ბრუკლინში, ნიუ-იორკში. სიმღერაში What Would I Want? Sky გამოყენებულია Grateful Dead-ის პირველი ლიცენზირებული სემპლი.[1].
Fall Be Kind-მა საყოველთაო აღიარება მოიპოვა კრიტიკოსებს შორის. Metacritic-ზე, რომელიც საშუალო რეიტინგს ითვლის 100 კრიტიკოსის მიმოხილვის მიხედვით, ალბომმა მიიღო საშუალო 84 ქულა, 21 მიმოხილვაზე დაყრდნობით, რაც “საყოველთაო აღიარებას“ ნიშნავს.[2] What Would I Want? Sky კი გახდა მეორე სმიღერა, რომელმაც სრული 10 ქულა მიიღო Pitchfork Media-სგან.[3]
# | სახელწოდება | სემპლი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Graze“ | გეორგე ზამფირის Ardeleana (Zamfir Avec Zamfir) | 5:22 |
2. | „What Would I Want? Sky“ | Grateful Dead-ის Unbroken Chain | 6:46 |
3. | „Bleed“ | 3:29 | |
4. | „On a Highway“ | 4:36 | |
5. | „I Think I Can“ | 7:10 | |
საერთო ხანგრძლივობა: | 27:20 |
|