Flaming Youth | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
აქტიური | 1969 |
ლეიბლ(ებ)ი | Fontana Records |
„Flaming Youth“ — ბრიტანული ჯგუფი, რომელმაც დაშლამდე, 1969 წელს ჩაწერა ერთადერთი ალბომი. დღეს იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ფილ კოლინზის ერთ-ერთი ჯგუფი. იმ პერიოდში კოლინზი, რომელიც დასარტყმელ საკრავებზე უკრავდა, სულ 18 წლის იყო.
ჯგუფის სხვა მუსიკოსები იყვნენ: ბრაიან ჩეტონი (კლავიშები), რონი კერილი (ბას გიტარა), გორდონ სმითი (გიტარა, ბას გიტარა). ჯგუფის კარიერის დასასრულს, მას შეუერთდა როდ მეიოლი (ორგანი) და კოლექტივის მუსიკამ უფრო თავისუფალი ფორმა შეიძინა.
ჯგუფის ალბომი Ark 2 გამოვიდა 1969 წელს. ფირფიტა გამოიცა ლეიბლზე Fontana. კომერციული წარმატება მას არ ჰქონია. ჯგუფის ორი სინგლი ამ ალბომიდან იყო „Man, Woman, and Child“ და „Guide Me Orion“. მოკლე ტურნეს შემდეგ Flaming Youth დაიშალა.
1970 წელს კოლინზიც და კერილიც იყვნენ პრეტენდენტები ჯენესისში მოხვედრაზე. კერილმა არ გაიარა კონკურსი, მაგრამ მოგვიანებით უკრავდა კოლინზთან ერთად მის სოლო ტურებზე. კოლინზმა აგრეთვე დაუკრა ჩეტონის ჯგუფის Boys Don't Cry მეორე ალბომზე.
|