ტიპი | ტიუნინგ-ატელიე |
---|---|
დაფუძნდა | 1983 წელს |
დამაარსებელი | იოჰან გრომიში |
სათავო ოფისი | არეზინგი |
პროდუქცია | ავტომობილები |
G-Power — გერმანული საავტომობილო კომპანია. მდებარეობს ქალაქ არეზინგში. 1983 წლიდან კომპანია BMW-ს ავტომობილებს უწევს ტიუნინგს. 1971 წლიდან BMW-სთან თანამშრომლობა დაიწყო იოჰან გრომიშმა, რომელმაც 1983 წელს დააარსა საკუთარი კომპანია. ტიუნინგ-ატელიეს ეწოდა „G-Power“. კომპანიის ოფიციალური ისტორია დაახლოებით 30 წელს მოიცავს, თუმცა გრომიშს მუშაობის თითქმის 40 წლიანი სტაჟი აქვს. ტიუნინგ-ატელიემ დაამყარა სიჩქარის მსოფლიოს ახალი რეკორდი სერიული წარმოების სედანებს შორის. როდესაც კომპანიის თანამშროლები დაკავდნენ BMW M5-ის დახვეწით, ავტომობილმა 2008 წელს განავითარა რეკორდული სიჩქარე — 367.4 კმ/სთ[1][2], ხოლო 2010 წელს გააუმჯობესა წინა რეკორდი — 372 კმ/სთ.[3] G-Power M5 Hurricane-ს აქვს 5 ლიტრიანი V-10 ძრავა. 2012 წელს გამოვიდა ახალი G-Power M5 Hurricane RR, რომელიც გამოიმუშავებს 830 ცხენის ძალას.