G7-ის III სამიტი | |
---|---|
| |
ლონდონი, დაუნინგის ქუჩა 10, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სახლი | |
მასპინძელი | გაერთიანებული სამეფო |
თარიღი | 7-8 მაისი, 1977 |
მონაწილეები |
კანადა საფრანგეთი დას. გერმანია იტალია იაპონია გაერთიანებული სამეფო აშშ ევროკავშირი |
G7-ის მე-3 სამიტი, დიდი შვიდიანის მესამე სამიტი (7-8 მაისი, 1977) — შვიდი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნის არაოფიციალური შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ლონდონში. სამიტის ჩატარების ადგილი იყო ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სახლი დაუნინგის ქუჩა 10-ში.[1]
დიდი შვიდიანის (G7) სამიტი იყო არაოფიციალური ფორუმი, რომელიც აერთიანებდა უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნების ხელმძღვანელებს: საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, და ევროკომისიის პრეზიდენტი (ოფიციალურად შეუერთდა 1981 წელს).[2] ეს და მომდევნო სამიტები, არ იყო თავდაპირველად ჩაფიქრებული, როგორც მისი უფრო ფართო საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაკავშირების მცდელობა. აღნიშნული სამიტები მოიტანა აუცილებლობამ, რომელთა ინიციატორები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და დასავლეთ გერმანიის კანცლერი. სწორედ მათი ინიციატივით შედგა დიდი ექვსეულის (G6) პირველი არაოფიციალური შეხვედრა.[3]
ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი ოფიციალურად მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად.[4]
G7 იყო არაოფიციალური ყოველწლიური ფორუმი, კანადის, საფრანგეთის, დასავლეთ გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ლიდერებისთვის.[2]
დიდი შვიდეულის მეორე არაოფიციალური სამიტის ძირითადი წევრები იყვნენ:[5][1][6]
სამიტი ჩაფიქრებული იყო, როგორც მის წევრებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარების საშუალება. წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, სამიტის წევრებს მიეცათ საშუალება გაეწიათ ერთმანეთისთვის დახმარება რთული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.[3]
|