G7-ის II სამიტი | |
---|---|
| |
სამიტის წევრები დორადო ბიჩ ჰოტელში | |
მასპინძელი | აშშ |
თარიღი | 27-28 ივნისი, 1976 |
მონაწილეები |
კანადა საფრანგეთი დას. გერმანია იტალია იაპონია გაერთიანებული სამეფო აშშ |
G7-ის მე-2 სამიტი, დიდი შვიდიანის მეორე სამიტი, ასევე რამბუიე II[1] (27-28 ივნისი, 1976[2]) — შვიდი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნის არაოფიციალური შეხვედრა პუერტო-რიკოს ქალაქ დორადოში. სამიტის ჩატარების ადგილი იყო დორადო ბიჩ ჰოტელი, სან-ხუანთან ახლოს[3].
წინა წელს გაიმართა დიდი ექვსიანის (G6) პირველი არაოფიციალური შეხვედრა, რომელიც აერთიანებდა უმდიდრესი ინდუსტრიული ქვეყნების: საფრანგეთის, დასავლეთ გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის ხელმძღვანელებს. დიდი შვიდიანი (G7), რომელიც პირველად შეიკრიბა მიმდინარე წელს, ფორმირდა კანადის დამატებით[4]. ეს და მომდევნო სამიტები, არ იყო თავდაპირველად ჩაფიქრებული, როგორც მისი უფრო ფართო საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაკავშირების მცდელობა. აღნიშნული სამიტები მოიტანა აუცილებლობამ, რომელთა ინიციატორები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და დასავლეთ გერმანიის კანცლერი. სწორედ მათი ინიციატივით შედგა დიდი ექვსეულის (G6) პირველი არაოფიციალური შეხვედრა[5].
G7 იყო არაოფიციალური ყოველწლიური ფორუმი, კანადის, საფრანგეთის, დასავლეთ გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ლიდერებისთვის.
სამიტის პირველი სესია 16:15 საათზე დაიწყო და დასრულდა 19:05 საათზე, ხოლო მეორე და უკანასკნელი გაიმართა დილის 9:00-დან 11:30 საათამდე[6], თუმცა ლიდერებმა გამოსვლები 15:00 საათამდე გამართეს[3]. ორივე სესია მიმდინარეობდა დორადო ბიჩ ჰოტელის სალონ დემარში[6].
დიდი შვიდიანის მეორე არაოფიციალური სამიტის ძირითადი წევრები იყვნენ:[7][2][8]
სამიტი ჩაფიქრებული იყო, როგორც მის წევრებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარების საშუალება. წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, სამიტის წევრებს მიეცათ საშუალება გაეწიათ ერთმანეთისთვის დახმარება რთული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად[5].
|