G7-ის XL სამიტი | |
---|---|
| |
![]() Justus Lipsius-ის შენობა ბრიუსელში | |
მასპინძელი | ევროკავშირი (ბელგია) |
თარიღი | 4-5 ივნისი, 2014 |
მონაწილეები |
![]() (პრემიერ-მინისტრი) ![]() (პრეზიდენტი) ![]() (კანცლერი) ![]() (პრემიერ-მინისტრი) ![]() (პრემიერ-მინისტრი) ![]() (პრემიერ-მინისტრი) ![]() (პრეზიდენტი) ![]() (ევროკომისიის პრეზიდენტი) ![]() (საბჭოს პრეზიდენტი) |
G7-ის მე-40 სამიტი, დიდი შვიდიანის მეორმოცე სამიტი (ინგლ. 40th G7 summit; 4-5 ივნისი, 2014) — შვიდი უდიდესი ინდუსტრიული სახელმწიფოს არაოფიციალური შეხვედრა ბელგიის ქალაქ ბრიუსელში. სამიტის შეხვედრის ადგილი იყო Justus Lipsius-ის შენობა ბრიუსელში. თავდაპირველად სამიტის ჩატარება გადაწყვეტილი იყო რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში სახელწოდებით — „G8-ის 40-ე სამიტი“, მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთი დიდი რვიანიდან გააძევეს, ხოლო სამიტი გაიმართა ბრუსელში.[1][2][3]
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საუბარი იყო რუსეთის G8-ის წევრობის შეჩერებაზე ან გარიცხვაზე.[4][5] 24 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ შეხვედრა არ ჩატარდება რუსეთში მისი ყირიმის ანექსიის გამო.[6][7]
დიდი შვიდიანის (G7) სამიტი იყო არაოფიციალური ფორუმი, რომელიც აერთიანებდა უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნების ხელმძღვანელებს: საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, და ევროკომისიის პრეზიდენტი (ოფიციალურად შეუერთდა 1981 წელს)[8] და რუსეთი (1997 წლიდან 2014 წლის მარტამდე).[9] როდესაც შვიდმა დამფუძნებელმა ქვეყანამ გადაწყვიტა მე-40 სამიტის ჩატარება რუსეთის გარეშე, მაშინ ის გახდა „დიდი შვიდეულის მე-40 სამიტი“.[1] ეს და მომდევნო სამიტები, არ იყო თავდაპირველად ჩაფიქრებული, როგორც მისი უფრო ფართო საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაკავშირების მცდელობა. აღნიშნული სამიტები მოიტანა აუცილებლობამ, რომელთა ინიციატორები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი — ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი და დასავლეთ გერმანიის კანცლერი — ჰელმუტ შმიდტი. სწორედ მათი ინიციატივით შედგა დიდი ექვსიანის (G6) პირველი არაოფიციალური შეხვედრა 1975 წელს.[10]
G7 იყო არაოფიციალური ყოველწლიური ფორუმი, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ლიდერებისთვის.[8]
G7-ის მე-40 სამიტი პირველი იყო იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცისათვის.
დიდი შვიდიანის ოცდამეორე არაოფიციალური სამიტის ძირითადი წევრები იყვნენ:
G7-ის წევრები მასპინძელი ქვეყანა აღნიშნულია მუქი შრიფტით. | |||
მონაწილეები | წარმომადგენელი | სტატუსი | |
---|---|---|---|
![]() |
კანადა | სტივენ ჰარპერი | პრემიერ-მინისტრი |
![]() |
საფრანგეთი | ფრანსუა ოლანდი | პრეზიდენტი |
![]() |
გერმანია | ანგელა მერკელი | კანცლერი |
![]() |
იტალია | მატეო რენცი | პრემიერ-მინისტრი |
![]() |
იაპონია | შინძო აბე | პრემიერ-მინისტრი |
![]() |
გაერთიანებული სამეფო | დევიდ კამერონი | პრემიერ-მინისტრი |
![]() |
აშშ | ბარაკ ობამა | პრეზიდენტი |
![]() |
ევროკავშირი | ჟოზე მანუელ ბაროზუ | ევროკომისიის პრეზიდენტი |
ჰერმან ვან რომპეი | საბჭოს პრეზიდენტი |
სამიტი ჩაფიქრებული იყო, როგორც მის წევრებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარების საშუალება. წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, სამიტის წევრებს მიეცათ საშუალება გაეწიათ ერთმანეთისთვის დახმარება რთული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.[10]
|