Gakken Compact Vision TV Boy | |
---|---|
![]() | |
![]() | |
შემქმნელი | Gakken |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ ოქტომბერი 1983 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Motorola MC6801 |
მეხსიერება | 2k RAM[1] |
მონიტორი | 128 × 192 პიქსელები, 4 ფერი |
გრაფიკა | Motorola 6845-ის ვიდეო პროცესორი |
Compact Vision TV Boy (იაპონ. TV ボーイ?) — მეორე თაობის სახლის სათამაშო კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Gakken-ის მიერ 1983 წელს იაპონიაში.
სისტემა გამოვიდა მესამე თაობის დასაწყისში, მაგრამ ფერების ნაკლებობისა და ეკრანის დაბალი გაფართოების გამო ითვლება მეორე თაობის კონსოლად. მისი ფასი შეადგენდა 8800 იაპონურ იენს.[2]
იგი შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია Epoch Cassette Vision-ისთვის, რომელსაც იმხანად იაპონიის კონსოლების ბაზრის 70% ეკავა.
Compact Vision TV Boy გამოვიდა Nintendo Famicom-ისა და Sega SG-1000-ის გამოცემიდან ერთი თვის შემდეგ, რომლებიც გამოირჩეოდნენ მძლავრი აპარატული უზრუნველყოფით. ამას გარდა, იაპონიაში კომპანია Epoch-მა გამოსცა ახალი კონსოლი Cassette Vision Jr. ამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა განაპირობეს მისი წარუმატებლობა ბაზარზე.
სულ კონსოლზე გამოვიდა ექვსი თამაში:
|
|