Genesis Live | ||||
---|---|---|---|---|
საკონცერტო ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 27 ივლისი, 1973 | |||
ჩაიწერა | 24 – 25 თებერვალი 1973 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 46:44 | |||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atlantic (აშშ) | |||
პროდიუსერი | ჯონ ბერნსი; ჯენესისი | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Rolling Stone | (კეთილგანწყობილი)[2] |
The Rolling Stone Album Guide | [3] |
Genesis Live — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის პირველი საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1973 წლის 27 ივნისს.
ალბომში შეტანილია დისკის Foxtrot შემდეგ ჩატარებული ტურის ჩანაწერები. ეს არის ჯენესისის პირველი ოფიციალური საკონცერტო ჩანაწერი.
სინამდვილეში, მუსიკოსებს ჯერ არ სურდათ ასეთი დისკის გამოშვება, მაგრამ გადაწყვეტილება მათმა ლეიბლმა, Charisma Records მიიღო. შემდეგი 25 წლის განმავლობაში Genesis Live რჩებოდა ერთადერთ ოფიციალურ საკონცერტო დისკად, რომელშიც შეტანილი იყო გებრიელის ლიდერობის პერიოდის ჩანაწერები.
სიმღერები ჩაწერილი იქნა დე მონტფორტის დარბაზში (ლესტერი), 1973 წლის 25 თებერვალს (მხოლოდ „Return of the Giant Hogweed“ ჩაიწერეს მანჩესტერში, წინა საღამოს).[4]
ალბომის გამოსვლამდე რადიოსადგურებს დაურიგდა მისი ადრეული ასლები, რომლებშიც შეტანილი იყო „Supper's Ready“. თუმცა, საბოლოო გამოცემაში იგი არ ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ ნახსენები იყო გარეკანზე.
ამ ტურნეზე შესრულებული „Supper's Ready“ წლების განმავლობაში ოფიციალურად არ გამოცემულა, თუმცა იგი მაინც შეიტანეს 1998 წლის 4 დისკიან კრებულში Genesis Archive 1967–75. თუმცა, ეს არ არის ნამდვილი ჩანაწერი - ფირის ხარისხის გამო, გებრიელმა ახლებურად ჩაწერა ვოკალური პარტიები.
დისკი მიუძღვნეს რიჩარდ მაკფეილს, რომელმაც ჯგუფის მენეჯმენტში მუშაობდა და ჩამოშორდა ამ საქმეს 1973 წლის აპრილში.
ყველა სიმღერის ავტორები - ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი და მაიკ რეზერფორდი, გარდა „The Knife“-ის (ბენქსი, გებრიელი, ენტონი ფილიპსი და რეზერფორდი).
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Watcher of the Skies“ | 8:34 |
2. | „Get 'Em Out by Friday“ | 9:14 |
3. | „The Return of the Giant Hogweed“ | 8:14 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Musical Box“ | 10:56 |
2. | „The Knife“ | 9:47 |
ალბომის Genesis Live (Charisma Records) აშშ-ში დისტრიბუტორი იყო Buddah Records.