Gigantophis | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Gigantophis garstini ანდრეუსი, 1901 | |||||||||||||||||
|
Gigantophis garstini („გარსტინის გიგანტური გველი“) — ნამარხი გველი, რომელსაც სიგრძეში შესაძლოა 10 მეტრამდე მიეღწია, ამგვარად, თანამედროვე გველებთან შედარებით უდიდესია. კოლუმბიაში აღმოჩენილ ტიტანობოამდე იგი მიიჩნეოდა ყველა დროის ყველაზე გრძელ გველად. Gigantophis ცხოვრობდა მიახლოებით 40 მილიონი წლის წინ (გვიანი ეოცენი) სამხრეთ საჰარას ტერიტორიაზე, სადაც ახლა ეგვიპტისა და ალჟირის სახელმწიფოებია.
დიდი ზომების გამო, სავარაუდოდ, Gigantophis საკვებად იყენებდა ხორთუმიანებს, თანამედროვე სპილოს წინაპარ ღორის ზომის არსებებს.
ჯეისონ ჰედმა, სმითსონის ინსტიტუტიდან (ვაშინგტონი) Gigantophis garstini-ს ნაშთი შეადარა თანამედროვე, უდიდესი გველების ჩონჩხებს და დაასკვნა, რომ ნამარხი გველი იზრდებოდა 9.3-10.7 მეტრამდე. ეს კი ნიშნავს, რომ 10.7 მეტრი სიგრძის გველი მთელი 10 პროცენტით გრძელი იყო მის მონათესავე თანამედროვე, ყველაზე გრძელ გველებზე[1].
Gigantophis garstini მიაკუთვნებენ ოჯახს Madtsoiid.
|