„Green Is the Colour“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან More | ||||
გამომცემელი | Lupus Music Co. Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი) 9 აგვისტო 1969 (აშშ) | |||
ჩაიწერა | მარტი 1969 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:58 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (ბრიტანეთი) Tower (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
More – სიმღერები | ||||
|
„Green Is the Colour“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი არის რიგით მეხუთე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2] მისი ავტორია როჯერ უოტერსი, ხოლო ვოკალურ ნაწილს ასრულებს დეივიდ გილმორი. სიმღერაში ჟღერს სასტვენი, რომელზეც უკრავს დრამერ ნიკ მეისონის იმჟამინდელი ცოლი ლინდი.[3]
სიმღერის საკონცერტო ვერსიები სრულდებოდა მთლიანი ჯგუფის მიერ, ნელი ტემპით. რიჩარდ რაიტი ასრულებდა სოლოს ორგანზე, რითაც ეს სიმღერა ლოგიკურად უერთდებოდა მომდევნო „Careful with That Axe, Eugene“-ს. დეივიდ გილმორი დაბოლოებისას გიტარაზე სოლოს შესრულებისას სკეტ-ვოკალსაც აყოლებდა. 1970 წელს შესრულებული ერთ-ერთი ვერსიის შესავალში როჯერ უოტერსმა გამოაცხადა, რომ იგი „ივისაზე ყოფნაზეა.“ [4]
პიესაში The Man and The Journey, კონცერტის მეორე ნახევარში სიმღერას ეწოდება „The Beginning“. იგი სრულდებოდა პოპურის სახით „Beset by the Creatures of the Deep“-თან ერთად, რომელიც „Careful with That Axe, Eugene“-ის შეცვლილი სათაური იყო.
სიმღერა შეადგენდა ჯგუფის 1969-1970 წლების პროგრამის ნაწილს, ხოლო 1971 წელს იშვიათად სრულდებოდა და უკანასკნელად იქნა დაკრული იაპონიისა და ავსტრალიის ტურნეს დროს, 1971 წლის აგვისტოში.
სიმღერა სოლ მაჟორში სრულდება.
|