Haasiophis — უკანაკიდურებიანი ნამარხი გველების გვარი. მოიცავდა ერთადერთ სახეობას — Haasiophis terrasanctus-ს. იგი ერთ-ერთია იმ 3 გვარიდან, რომელთა წარმომადგენლები ცხოვრობდნენ სენომანურ ერაში (გვიანი ცარცული პერიოდი[2] დაახლ. 99,6–93,5 მლნ წლის წინ) და გააჩნდათ რუდიმენტირებული უკანა კიდურები[3].
გვარმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო პალეონტოლოგ ჯორჯ ჰაასის პატივსაცემად. ჰაასმა პირველმა წამოიწყო ეინ-იაბრუადში აღმოჩენილი ნაშთის შესწავლა და გარდაცვალებამდე ცდილობდა აღეწერა ნაპოვნი გველი. რაც შეეხება სიტყვის ბოლო ნაწილს „ophis“, იგი ბერძნულად „გველს“ ნიშნავს. სახეობის ლათინური სახელწოდება „terrasanctus“ კი ნიშნავს „წმინდა მიწას“[1].
H. terrasanctus-ის ერთადერთი ნაშთი აღმოჩენილია ეინ-იაბრუადში, იუდეის მთები, რამალას[4] მახლობლად, იერუსალიმის ჩრდილოეთით 20 კილომეტრში[1], მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ასევე მონათესავე გვარი Pachyrhachis[1][4]. ნაშთი ნაპოვნია ზღვის დანალექი ქანების თავზე მდებარე კირქვის კარბონატში[1]. ერთადერთი ცნობილი ეგზემპლარი H. terrasanctus დაცულია იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში, როგორც ნიმუში HUJ-Pal. EJ 695[1]. ნაშთი სიგრძით 88 სანტიმეტრს აღწევდა, არ გააჩნდა მხოლოდ კუდის ბოლო[4].
სხვა ცნობილი ნამარხი გველები უკანა კიდურებით: