Happiness Is the Road | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 20 ოქტომბერი, 2008 | |||
ჩაიწერა | The Racket Club, ბაკინგემშირი, 2007/2008 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 108:06 | |||
ლეიბლი |
Intact Records EMI (მხოლოდ კომპაქტ-დისკი) | |||
პროდიუსერი | მაიკლ ჰანტერი, Marillion | |||
Marillion — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
![]() ალბომის პირველი დისკის ყდა | ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
![]() ალბომის მეორე დისკის ყდა | ||||
სინგლები ალბომიდან Happiness Is the Road | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Classic Rock | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Happiness Is the Road (ქართ. ბედნიერება გზაა) — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც ორმაგი დისკის სახით გამოიცა 2008 წლის შემოდგომაზე. ალბომის სახელწოდება ცნობილი გახდა 2008 წლის 12 მარტს, ისევე როგორც დისკების სახელწოდებები - Essence და The Hard Shoulder. ალბომის წინასწარ შეკვეთა შესაძლებელი გახდა 2007 წლის ოქტომბერში. როგორც ეს ხშირად ხდება, წინასწარ შემოსული თანხით ჯგუფი იხდიდა ალბომის ჩაწერისა და რეკლამის ხარჯებს.
ალბომიდან გამოცემული პირველი სინგლი არის Whatever Is Wrong With You, რომელიც უფასოდ განთავსდა ჯგუფის საიტზე, რათა ყველა მსურველმა საკუთარი ძალებით შექმნას მისი მუსიკალური ვიდეო.
ალბომი უფასოდ გავრცელდა p2p ქსელების მეშვეობით. სიმღერები ამ ფორმატში დაცულია სპეციალური კოდით. როდესაც მსმენელი პირველად ისმენს სიმღერას, ჩნდება პატარა ფანჯარა, რომელიც ითხოვს მსმენელის ელექტრონული ფოსტის მისამართის რეგისტრაციას. ასეთი გზით, მსმენელთან მყარდება კონტაქტი და ეგზავნება შემოთავაზებები Marillion-თან დაკავშირებული პროდუქციის შეძენაზე.
გარეკანის ავტორია ესპანელი მხატვარი ანტონიო სეიხასი.
მუსიკის ავტორი - მარილიონი, ტექსტი - სტივ ჰოგართი
სიმღერა 12 ჩამოსატვირთ ვერსიაში მითითებულია, როგორც Half-Empty Jam. შემდგომში გამოცემულ კომპაქტ-დისკზე მას ეწოდება Half-Full Jam. სათაური მომდინარეობს სიმღერის სტრიქონებიდან - I used to be half empty, but now I'm half full. ჩამოსატვირთ ვერსიაში 11-ე ნომერი წარმოდგენილი არ არის.