„Happy Now“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Take That | ||||
ალბომიდან Progress | ||||
გამოსვლის თარიღი | 18 მარტი 2011 | |||
ჩაიწერა |
Sarm West Studios Electric Lady Studios (ნიუ იორკი) ები-როუდის სტუდია | |||
ჟანრი | პოპ-როკი, ელექტრონული მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 3:58 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Polydor | |||
ავტორ(ებ)ი | Take That | |||
პროდიუსერი | სტიუარტ პრაისი | |||
Take That — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Happy Now — ჯგუფ Take That-ის მესამე სინგლი 2010 წლის სტუდიური ალბომიდან Progress. იგი ჩაიწერა 2010 წლის ზაფხულში, როდესაც ჯგუფში დაბრუნდა ყოფილი წევრი რობი უილიამსი. ვოკალს ასრულებენ რობი უილიამსი და გერი ბარლოუ.
სინგლი გამოვიდა Comic Relief-ის მიერ მოწყობილი აქციის ფარგლებში, საქველმოქმედო მიზნებით. ამავე აქციას მიეძღვნა სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოც, სადაც ჯგუფის წევრები ასრულებენ ჟიურის წევრთა როლებს, ხოლო მათ სხვადასხვა კლიპის სიუჟეტს სცენაზე Comic Relief-ის მსახიობები განასახიერებენ.
ბრიტანეთში სინგლი გამოვიდა მხოლოდ ციფრული ჩამოტვირთვის სახით, მაგრამ ევროპაში იგი გამოიცა დამატებითი რემიქსების თანხლებით.[1]