„Hushabye Mountain“ — ძმები შერმანების, რობერტის და რიჩარდის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი ჟღერს ალბერტ რ. ბროკოლის 1968 წლის ფილმში „Chitty Chitty Bang Bang“[1][2], ისევე, როგორც მის სასცენო დადგმაში.
სიმღერა აგრეთვე შესრულებულია სხვადასხვა მუსიკოსის მიერ. დეივიდ გილმორის ვერსია შეტანილია ვიდეოში David Gilmour in Concert.