Imagination | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1981 — 1992 |
ლეიბლ(ებ)ი |
R&B Records RCA Records |
წევრები |
ლიი ჯონი ეშლი ინგრემი ეროლ კენედი |
საიტი | imaginationband.com |
Imagination — ინგლისური ფანკ-ჯგუფი, რომელმაც მოღვაწეობა დაიწყო 1981 წელს. მათ 28 ქვეყნის ჩარტების ჰიტ-აღლუმებში შეძლეს მოხვედრა, მიენიჭათ 4 პლატინის, 9 ოქროსა და 12-ზე მეტი ვერცხლის დისკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1981-1983 წლებში. მათი გამორჩეულად ცნობილი სიმღერებია „Body Talk“, „Just An Illusion“, „Flashback“, „Music and Lights“, „In and Out of Love“, „In the Heat of the Night“ და სხვა.
მომღერალი ლიი ჯონი იყო ბექ-ვოკალისტი ჯგუფებისა The Delfonics, Chairmen of the Board, The Velvelettes and The Elgins. შემდეგ ის შეხვდა ბასისტს და გიტარისტს ეშლი ინგრემს (დ. 27 ნოემბერი, 1960, ნორჰემპტონი). ისინი გახდნენ პარტნიორები, წერდნენ სიმღერებს ერთობლივად. მოგვიანებით მათ გაიცნეს დრამერი - ეროლ კენედი (დ. 9 ივნისი, 1953, მონტიგო ბეი) და ჩამოაყალიბეს ჯგუფი.