LaserActive (იაპონ. レーザーアクティブ) — კონვერგენტული მოწყობილობა და მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Pioneer Corporation-ის მიერ 1993 წლის 20 აგვისტოს იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში — 1993 წლის 13 სექტემბერს.
გამოსვლისთანავე კონსოლის თავდაპირველი ფასი 970 აშშ დოლარი იყო. მას გააჩნდა CD Laserdiscs და LD-G ფორმატების მხარდაჭერა. საკუთარი თამაშების გარდა, ცალკე იყიდებოდა დამატებითი PACs მოდულები, რომელთა საშულებითაც შესაძლებელი იყო მასზე Mega Drive/Genesis და PC Engine/TurboGrafx-16-ის თამაშების გაშვება.
1993 წლის დეკემბერში კომპანია NEC-მა გამოსცა LaserActive-ის გადაკეთებული ვერსია სახელწოდებით LD-ROM² System, რომელიც ფასით არ ჩამოუარდებოდა ორიგინალ ვერსიას და აგრეთვე გააჩნდა PAC მოდულების მხარდაჭერა.[2]
LaserActive კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა და საბოლოოდ მისი წარმოება შეწყდა 1996 წელს. ამის პირველი მიზეზი მისი მაღალი ფასი იყო. თუმცა დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. 1994 წელს ჟურნალმა Computer Gaming World-მა აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ LaserActive უკეთესი პროდუქტი იყო ვიდრე 3DO Interactive Multiplayer, ის განიცდიდა პროგრამული უზრუნველყოფის ნაკლებობას და ძვირიც ღირდა“.[3]
|
---|
| სახეობები | |
---|
| თაობები | |
---|
| მეოთხე თაობა |
|
---|
| |
|
|
---|
| არკადული სისტემები | | |
---|
| სახლის კონსოლები | |
---|
| პორტატული მოწყობილობები | |
---|
| საგანმანათლებლო კონსოლები | |
---|
| დუალ-სისტემები | |
---|
| ლიცენზირებული კლონები | |
---|
| სათამაშო სერვისები | |
---|
| აქსესუარები | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
| |
|