Live in Australia with the Melbourne Symphony Orchestra | ||||
---|---|---|---|---|
საკონცერტო ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 13 ივნისი 1987 | |||
ჩაიწერა | 14 დეკემბერი, 1986, სიდნეი, ავსტრალია | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა, სიმფონიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 73:46 | |||
ლეიბლი |
Rocket (ბრიტანეთი) MCA (აშშ/კანადა) Festival/ABC/Warner Bros. | |||
პროდიუსერი | გას დაჯენი | |||
ელტონ ჯონი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Live in Australia with the Melbourne Symphony Orchestra | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Live in Australia with the Melbourne Symphony Orchestra — ელტონ ჯონის საკონცერტო ალბომი, გამოცემული 1987 წელს. იგი ჩაწერილია 1986 წლის 14 დეკემბერს, სიდნეიში, მელბურნის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით.
კონცერტი წარმოადგენდა უკანასკნელს იმ კონცერტების სერიაში, რომელიც მუსიკოსმა 1986 წლის უკანასკნელი 2 თვის მანძილზე ჩაატარა. პირველი ნაწილი შედგებოდა ელტონ ჯონისა და მისი ბენდის 14 მონაწილის გამოსვლისგან, რასაც ახლდა ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრი და ექსცენტრიული კოსტუმები. მეორე ნაწილი მოიცავდა ჯონის, ბენდისა და 88 მუსიკოსიანი ორკესტრის გამოსვლას, რომლის მსვლელობისას ელტონ ჯონი გადაცმული იყო მოცარტად.
ყველა სიმღერის ავტორები - ელტონ ჯონი / ბერნი ტოპენი.