Lucius | |
---|---|
ჯგუფის გამოსვლა 2016 წელს. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბრუკლინი, ნიუ-იორკი (მოგვიანებით გადავიდა ლოს-ანჯელესში) |
ჟანრ(ებ)ი | ინდი-როკი, ინდი-პოპი |
აქტიური | 2005[1]–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Mom + Pop Music, Dine Alone Records, Play It Again Sam |
წევრები |
ჯეს ვულფი ჰოლი ლესიგი დენ მოლადი პიტერ ლალიში |
საიტი | ilovelucius.com |
Lucius ვიკისაწყობში |
Lucius — ამერიკული ინდი-პოპ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი).[2] მოგვიანებით, 2015 წელს ჯგუფი ლოს-ანჯელესში გადავიდა.[3] მასში შედის ორი წამყვანი ვოკალისტი, ჯეს ვულფი და ჰოლი ლესიგი, დრამერი და პროდიუსერი დენ მოლადი და წამყვანი გიტარისტი პიტერ ლალიში. ჯოშ დიონი დასარტყმელ საკრავებზე და კეისი ფუბერტი გიტარაზე კოლექტივს უერთდებოდნენ საკონცერტო გამოსვლების დროს, მას შემდეგ, რაც ენდრიუ ბურიმ იგი 2016 წლის ბოლოს დატოვა.[4][5]
დღეისთვის ჯგუფს გამოცემული აქვს ორი სტუდიური ალბომი – Wildewoman (2013) და Good Grief (2016). გამოცემებმა The New York Times, Rolling Stone, NPR და Village Voice ორივე მაღალი შეფასებები მიანიჭეს. Paste Magazine-მა მათ უწოდა 2015 წლის ერთ-ერთი საუკეთესო საკონცერტო ჯგუფი.[6]
ვულფი და ლესიგი ამჟამად გამოდიან როჯერ უოტერსის საკონცერტო შემადგენლობაში და სხვა შემსრულებლებთან.