MTV-ს თაობა (ინგლ. MTV Generation, აგრეთვე ცნობილი როგორც მაჩმიუზიკის თაობა კანადაში) — ტერმინი, რომლითაც ინგლისურენოვან ქვეყნებში ზოგჯერ მიმართავენ ადამიანებს, რომლებიც 1970-იანი წლების შუახნიდან 1980-იანი წლების შუამდე პერიოდში დაიბადნენ (1975—1986, თუმცა პერიოდის დასასრულად 1988 წელიც იყო წამოყენებული). ძირითადად იგულისხმება ტელეარხ MTV-ს პოპულარობის პერიოდი, რომელსაც ახალგაზრდებზე დიდი გავლენა ჰქონდა.[1]