Megarachne servinei | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Megarachne | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Megarachne servinei ჰუნიკენი, 1980 | |||||||||||||||||
|
Megarachne servinei — ნამარხი ევრიპტერიდი Megarachne გვარისა. ცნობილია არგენტინის (კორდოვას მახლობლად) ზედა კარბონული (პენსილვანიური) ნალექებიდან. ფეხის სიგრძე 50 სანტიმეტს აღწევდა. თავდაპირველად იგი არასწორად მიაკუთვნეს ობობებს და მოიაზრებოდა როგორც ყველა დროის ყველაზე დიდი ობობა. ამან კი სერიოზული შეცდომა გამოიწვია CGI სატელევიზიო სერიებში Walking with Monsters. კომპანიას პროდუქცია უკვე გასაყიდად ჰქონდა გატანილი, როდესაც, 2004 წელს, Megarachne servinei ზუსტი ბიოლოგიური კლასიფიცირება მოხდა, ამიტომ შეცდომის გამოსწორება ვეღარ მოხერხდა. კომპანიამ მხოლოდ სახელი შეუცვალა გამოგონილ ობობას და მყიდველს წარუდგინა Mesothelae[1][2] სახელით.